ძიუდო

12:59 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდების 11 მედალი საბერძნეთიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4-5 აპრილს ათენში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - "ილიადისის თასზე” 11 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 33 ქვეყნის ნაკრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ვაჟთა შორის, 8 წონითი კატეგორიიდან 4-ში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები ავიდნენ. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ირაკლი კუპატაძე (55 კგ), თორნიკე ნაგლიაშვილი (60 კგ), კობა მჭედლიშვილი (81 კგ) და გიორგი ლაზუაშვილი (+100 კგ).

მძიმე წონაში სულაც ქართული ფინალი გაიმართა – ლაზუაშვილმა ჯაბა მუმლაძე დაამარცხა. ამ უკანასკნელის მსგავსად, უმაღლეს ტიტულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა 66 კილოგრამში მოჭიდავე ჯამბულ ქურდიანს. ბექა შავდათუაშვილი, ბექა უდესიანი (ორივე 66 კგ), გიორგი გველესიანი (90 კგ) და გიგა გელაშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდნენ.

ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის გაწვრთნილი გუნდი ბერძნულ ტატამზე 38 სპორტსმენით გავიდა და მათგან საპრიზო სამეულში 10 მოხვდა.

ვაჟთა პარალელურად, "ილიადისის თასი” გოგონებშიც გათამაშდა და კონკურენციაში საქართველოს ნაკრები 7 სპორტსმენით ჩაერთო. მათგან ყველაზე შედეგიანად ოლღა ალადოშვილმა იჭიდავა, რომელმაც 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდულ ნაკრებს წლეულს უმთავრესი ტურნირები შემოდგომაზე ელის. 18-20 სექტემბერს ავსტრიის ქალაქი ობერვარტი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. 23-27 ოქტომბერს კი არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი აბუ დაბიში მსოფლიო დაინომრება.

ძიუდო

ევროპის თასი

ახალგაზრდები

ათენი

4 აპრილი

ვაჟები

55 კგ

1 ირაკლი კუპატაძე (საქართველო)

2 იავუზ ბესელი (თურქეთი)

3 ვაჰან ჰოვსეპიანი (სომხეთი)

3 იორე ვერსტრაეტენი (ბელგია)

7 დავით გეჯაძე (საქართველო)

60 კგ

1 თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო)

2 რომარიკ ვენდ-იამ ბუდა (საფრანგეთი)

3 სემუელ ჰოლი (ბრიტანეთი)

3 პეტერ მაილსი (ბრიტანეთი)

5 ივანე ჯავახიშვილი (საქართველო)

7 აჩიკო ქარელიშვილი (საქართველო)

66 კგ

1 დიმიტრი მინკოუ (ბელარუსი)

2 ჯამბულ ქურდიანი (საქართველო)

3 ბექა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ბექა უდესიანი (საქართველო)

7 ზვიად ხუბულური (საქართველო)

73 კგ

1 ალექსანდრ კოლესნიკი (რუსეთი)

2 ლუკას ოტმანი (საფრანგეთი)

3 მათიას კასი (ბელგია)

3 ნაიბ უმაროვი (რუსეთი)

5 გიორგი კაციაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)

2 ისრაილ საგიპოვი (რუსეთი)

3 მაგომად ჩეჩენოღლუ (თურქეთი)

3 ნიკონ ზაბოროსციუსი (მოლდოვა)

90 კგ

1 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)

2 უსამა მაჰმუდ სნოუსი (თურქეთი)

3 გიორგი გველესიანი (საქართველო)

3 ლორინ ბოელერი (ავსტრია)

5 დავით რამაზაშვილი (საქართველო)

100 კგ

1 ნიაზ ილიასოვი (რუსეთი)

2 დანილო პანტიჩი (ჩერნოგორია)

3 აარონ ფარა (ავსტრია)

3 მიკიტა სვირიდი (ბელარუსი)

7 ნიკა აბულაძე (საქართველო)

+100 კგ

1 გიორგი ლაზუაშვილი (საქართველო)

2 ჯაბა მუმლაძე (საქართველო)

3 გიგა გელაშვილი (საქართველო)

3 ნაინუს უმაროვი (რუსეთი)

5 დავით რაზმაძე (საქართველო)

გოგონები

44 კგ

1 მელისა ჩაკმაკლი (თურქეთი)

2 ელისა ადრასტი (იტალია)

3 ოლგა ალადოშვილი (საქართველო)

3 სვეტლანა ცვეტანოვა (ბულგარეთი)

48 კგ

1 მარინე ბაუმანსი (ბელგია)

2 სეჰნაზ გუზი (თურქეთი)

3 ნაზლიკან კილიჩი (თურქეთი)

3 გულკადერ სენთურქი (თურქეთი)

52 კგ

1 დამლა კალისკანი (თურქეთი)

2 ჟოანა ფერნანდესი (პორტუგალია)

3 ვანესა მაჩნიჩკა (პოლონეთი)

3 მერვე ტასი (თურქეთი)

7 სალომე მარგიანი (საქართველო)

57 კგ

1 ჯორდი კალერი (ბრიტანეთი)

2 მინა ლიბერი (ბელგია)

3 არიელ ბეზალელი (ისრაელი)

3 ბეტინა ტემელკოვა (ბულგარეთი)

5 სალომე აბაშიძე (საქართველო)

63 კგ

1 ელისავეტ ტელციდუ (საბერძნეთი)

2 ადელა იაკუბცოვა (სლოვაკეთი)

3 ინბალ შემეში (ისრაელი)

3 კატეჟიმიმა იატსბარუნი (ბრიტანეთი)

7 ხატია ჯანაშვილი (საქართველო)

70 კგ

1 გაბრიელა ვილემსი (ბელგია)

2 ემა რეიდი (ბრიტანეთი)

3 სოფი ბერგერი (ბელგია)

3 სორაია ლური მერე (იტალია)

78 კგ

1 ლინ კრისტიენსი (ბელგია)

2 ფირდევს ტოპრაკი (თურქეთი)

3 ჩიგდემ ბორა (თურქეთი)

3 კატერინა კალპაკიდუ (შვედეთი)

+78 კგ

1 კუბრა კაბა (თურქეთი)

2 სებილე აკბულტი (თურქეთი)

საერთო გუნდური ჩათვლა

1 საქართველო 4 2 5 5 6

2 თურქეთი 3 3 5 3 2

3 ბელგია 3 1 3 2 0

4 რუსეთი 3 1 2 2 2

5 ბრიტანეთი 1 1 3 1 0

6 ბელარუსი 1 0 1 0 1

7 საბერძნეთი 1 0 0 1 2

8 საფრანგეთი 0 2 0 0 0

9 იტალია 0 1 1 0 0

10 ჩერნოგორია 0 1 0 2 0

10 პორტუგალია 0 1 0 2 0

0.11721