ფეხბურთი

20:53 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

0:2, საქართველო გერმანიასთან აგებს

მატჩის დასაწყისში ალექსანდრე ამისულაშვილმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე კახა ცხადაძემ ლაშა დვალი გამოიყვანა. შეცვლიდან ორიოდე წუთში მარკო როისმა თომას მიულერის პასი გამოიყენა, დაარტყა და საქართველოს ნაკრები ძელმა იხსნა.

მალე თავად მიულერმა დაარტყა და ბურთი ლორიას კარს მცირედით აცდა. მე-15 წუთისთვის ალექსანდრე კობახიძემ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ჯაბა კანკავა ბურთს სათანადოდ ვერ შეწვდა.

39-ე წუთზე გიოტცეს კარგი თამაშის შემდეგ მარკო როისმა ანგარიში გახსნა - 0:1. გატანილი გოლის შემდეგ გერმანელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს და 44-ე წუთზე ტომას მიულერმა ბუნდესნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

საქართველო - გერმანია 0:2 (HT)

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი (დვალი 3), ნავალოვსკი, მახარაძე, კანკავა, ოქრიაშვილი, კობახიძე, მჭედლიძე.

გერმანია: ნოიერი, ჰექტორი, ჰუმელსი, ბოატენგი, შვაინშტაიგერი, იოზილი, როისი, რუდი, კროოსი, გიოტცე, მიულერი.

0:1 როისი (39), 0:2 მიულერი (44)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113233