ფეხბურთი

15:44 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის ქართული გოლების ათეული (VIDEO)

ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი youtube-ის ოფიციალურ არხზე საქართველოსა და გერმანიის მატჩს საინტერესო ფორმით გამოეხმაურა. გერმანელმა ჟურნალისტებმა ბუნდესლიგის ისტორიაში ქართველი ფეხბურთელების მიერ გატანილი ათი საუკეთესო გოლი გამოარჩიეს. სიაში მოხვდა ლევან კობიაშვილის, ალექსანდრე იაშვილისა და ლევან ცქტიტიშვილის გოლები.

https://www.youtube.com/watch?v=pFuvDH25pOs

10. ლევან კობიაშვილის გოლი “ბოხუმის” კარში. (2004-2005 წლების სეზონი).

9. ალექსანდრე იაშვილის გოლი ბრემენის “ვერდერის” კარში (2008-2009 წლების სეზონი).

8. ლევან კობიაშვილის გოლი იენს ლემანის კარში, ანგარიში ქართველმა ნახევარმცველმა საჯარიმო დარტყმით გახსნა, თუმცა“ფრაიბურგი” დიდი ანგარიშით დამარცხდა. (2001-02 წლების სეზონი, “ფრაიბურგი” – დორტმუნდის “ბორუსია” 1:5).

7. ლევან კობიაშვილის გოლი ოლივერ კანის კარში. “ფრაიბურგი” საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა მიუნხენის “ბაიერნთან.” ანგარიში ქართველმა მოთამაშემ საჯარიმო დარტყმით გახსნა (1999-2000 წლების სეზონი, “ფრაიბურგი” – “ბაიერნი” 1:2).

6. ალექსანდრე იაშვილის გოლი “დუისბურგის” კარში. მატჩში ანგარიში ქართველმა ფორვარდმა გახსნა (1998-1999 წლების სეზონი, “ფრაიბურგი” – “დუისბურგი” 2:2)

5. ლევან კობიაშვილის გოლი ფრანკფურტის “აინტრახტის” კარში. გამარჯვებულთაგან მეორე გოლის ავტორი ლევან კობიაშვილია. (2000-2001 წლების სეზონი, “ფრაიბურგი” – “აინტრახტი” 5:2).

4. ალექსანდრე იაშვილის გოლი “ნიურნბერგის” კარში. შეტევაში მონაწილეობა ლევან ცქიტიშვილმაც მიიღო. (2001-2002 წლების სეზონი, “ფრაიბურგი” – “ნიურნბერგი” 2:0).

3. “ფრაიბურგის” გასვლითი გამარჯვება და ალექსანდრე იაშვილის ეფექტური გოლი “დუისბურგის” კარში. (1999-2000 წლების სეზონი, “დუისბურგი” – “ფრაიბურგი” 1:2 ).

2. ლევან ცქიტიშვილის ბრწყინვალე გოლი “მაინცის” კარში. ქართველმა მოთამაშემ ბურთი მკერდით მიიღო და მიწაზე დაუშვებლად ცაციათი “ცხრიანში” გაიტანა. (2004-2005 წლების სეზონი, “ფრაიბურგი” – “მაინცი” 1:2).

1. ლევან კობიაშვილის ცნობილი გოლი ოლივერ კანის კარში. ქართველმა ფეხბურთელმა “ფრაიბურგში” თამაშის დროსაც მოახერხა ლეგენდარული გერმანელი მეკარის კარში გოლის გატანა, თუმცა აღნიშნული გოლი გამორჩეულია ქართველი ფეხბურთელის კარიერაში. (2006-2007 წლების სეზონი, “შალკე” – “ბაიერნი” 2:2).

0.129069