კალათბურთი

10:47 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 12 ქულა ოკლენდელებთან

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” შინ “დასავლეთ კონფერენციის ლიდერ “გოლდენ სტეიტთან” 95:108 დამარცხდა. ოკლენდელებმა “მილუოკი” პირველ სამ პერიოდში დაამარცხეს, ხოლო მეოთხე პერიოდი ფორმალობაღა იყო.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 22 წუთი და 50 წამი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და ერთი ბლოკშოთი დააგროვა. ზაზამ 11-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო სროლა გამოიყენა.

ვისკონსინელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 14 ქულით კრის მიდელტონი იყო, ხოლო “გოლდენ სტეიტში” 25 ქულით სტეფ კარი გამოირჩა.

“მილუოკი” 36 მოგებით და 37 წაგებით აღმოსავლეტ კონფერენციაში მექვსე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115131