ფეხბურთი

1:08 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო – გერმანია ზუსტად 20 წლის შემდეგ

საქართველოსა და გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებები არსებობის ისტორიაში ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან.

ორჯერ გუნდები ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაუპირისპირდნენ. მაშინ, გერმანელებისა და ქართველების გარდა, ჯგუფში ბულგარეთის, უელსისა და ალბანეთის ნაკრებები იყვნენ. საქართველოს ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო ჯგუფის მომგებმა გერმანიამ 1996 წელს ინგლისში გამართულ ევროპის პირველობაზე გაიმარჯვა.

ქართველების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს კახა ცხადაძეს ფეხბურთელობისას გერმანელებთან ერთხელ უთამაშია, როდესაც ზუსტად 20 წლის წინ თბილისში ბუნდესნაკრებმა კლინსმანის დუბლით გაიმარჯვა. იმ შეხვედრაში ცხადაძემ გუნდს უკაპიტნა.

იოახიმ ლიოვისთვის საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რიგით მეორეა. პირველად, მისი გაწვრთნილები ქართველებს 2006 წელს ამხანაგურად გაეჯიბრნენ და გაიმარჯვეს. ხსენებულ სპარინგში ლიოვის ოპონენტი ასევე გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი იყო.

იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების შემდეგ, გერმანია მსოფლიოს მესამე მოქმედი ჩემპიონია, რომელსაც საქართველოს ნაკრების თბილისში შეხვდება. რაც შეეხება ზოგადად მსოფლიოს ჩემპიონებს, ქართველებს ჩამოთვლილთა გარდა, ინგლისელებისთვის, ურუგვაელებისთვის და ფრანგებისთვის უმასპინძლიათ.

საქართველო – გერმანია 0:2 (0:2)

1995 წელი. 29 მარტი. თბილისი. ეროვნული სტადიონი. 90000 მაყურებელი. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი..

საქართველო: დევაძე, ზაზა რევიშვილი, ცხადაძე (კ), შელია, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, კუდინოვი, ჯამარაული (გოგრიჭიანი, 62), რეზო არველაძე (ყაველაშვილი, 77), ქინქლაძე, შოთა არველაძე.

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

გერმანია: კეპკე, როიტერი, ვებერი (ფროინდი, 46), კოლერი, ჰელმერი, ბაბელი, აილტსი, ბასლერი, კლინსმანი (კ), მიოლერი, ჰელმერი.

მთავარი მწვრთნელი: ბერტი ფოგთსი.

გოლები: 0:1 კლინსმანი (24), 0:2 კლინსმანი (45).

გაფრთხილებები: როიტერი (28), ვებერი (29), ბაბელი (52), ფროინდი (65), კოლერი (80).

მთავარი მსაჯი: მარტინ ბოდინჰემი (ინგლისი).

გერმანია – საქართველო 4:1 (1:1)

1995 წელი. 6 სექტემბერი. ნიურბერგი. “ფრანკენშტადიონი”. 44000 მაყურებელი. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.

გერმანი: კანი, ბაბელი, კოლერი, ჰელმერი, ფროინდი, ჰესლერი, მიოლერი, შტრუნცი, ციგე, კლინსმანი, კირსტენი.

მთავარი მწვრთნელი: ბერტი ფოგთსი.

საქართველო: დევაძე, გუჯაბიძე, ჩიხრაძე, შელია (კ), კუდინოვი, გოგიჩაიშვილი (არჩილ არველაძე, 66), ნემსაძე, ყაველაშვილი (გიორგი კილასონია, 46), ქეცბაია, ქინქლაძე, შოთა არველაძე.

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

გოლები: 0:1 ქეცბაია (28), 1:1 მიოლერი (38), 2:1 ციგე (56), 3:1 კირსტენი (61), 4:1 ბაბელი (72).

გაფრთხილებები: შელია (57), ციგე (62).

მთავარი მსაჯი: ჯეიმს მაკლასკი (შოტლანდია).

გერმანია – საქართველო 2:0

2006 წელი. 7 ოქტომბერი. როსტოკი. “ოსტზევშტადიონი”. 28000 მაყურებელი. ამხანაგური მატჩი.

გერმანია: ჰილდებრანდი, ფრიცი, ა.ფრიდრიხი, მ.ფრიდრიხი (მადლუნგი, 84), ჰიცშლპერგერი (ფატი, 76), ოდონკორი, ტროხოვსკი (ფრინგსი, 76), შვაინშტაიგერი, ბალაკი, ჰანკე (შლაუდრაფი, 65), პოდოლსკი.

მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

საქართველო: ლომაია, ღვინიანიძე (ოთარ ხიზანეიშვილი, 73), ხიზანიშვილი, კალაძე (კ), დავით კვირკველია (გიგიაძე, 78), კანკავა, მენთეშაშვილი (ალადაშვილი, 78), ცქიტიშვილი (გოგუა, 58), კობიაშვილი, დემეტრაძე (ირაკლი მოდებაძე, 83), მარცვალაძე (ალექსანდრე იაშვილი, 63).

მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია)

გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (24), 2:0 ბალაკი (67).

გაფრთხილებები: მენთეშაშვილი (26), ხიზანიშვილი (43), ცქიტიშვილი (55).

გაძევებები: პოდოლსკი (48), ხიზანიშვილი (62).

მთავარი მსაჯი: გ.ლენერი (ავსტრია).

გერმანელების საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა კიდევ ერთხელ დადასტურდა. მსოფლიოს ჩემპიონმა, რომელიც მომავალი მატჩის წინ თბილისში სასტუმრო “რედისონშია” დაბინავებული, პირველ სართულზე ერთ-ერთ საკონფერენციო ოთახში დროებით სპორტდარბაზი მოაწყო.

გერმანელებმა “გაწელვებისთვის” ხალიჩები გაშალეს, დარბაზში ვარჯიშისთვის სპეციალური ატრიბუტიკაც აქვთ და პატარა ბადეც კი გააბეს “გრეხეტბოლისთვის”.

ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო-გერმანიის მატჩი თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

შესარჩევ D ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა:

1.

პოლონეთი

4

3

1

0

15:2

10

2.

გერმანია

4

2

1

1

7:4

7

3.

შოტლანდია

4

2

1

1

5:4

7

4.

ირლანდია

4

2

1

1

10:3

7

5.

საქართველო

4

1

0

3

4:7

3

6.

გიბრალტარი

4

0

0

4

0:21

0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129798