კალათბურთი

22:53 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დურანტისთვის სეზონი დასრულდა

ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მომდევნო კვირის დასაწყისში“ოკლაჰომას” ლიდერი კევინ დურანტი, მარჯვენა ფეხზე ოპერაციის გაკეთებას აპირებს. როგორც კევინის ექიმი იუწყება, აღდგენით პროცესს 4-დან 6 თვემდე დასჭირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ დურანტს მიმდინარე სეზონში პარკეტზე ვეღარ ვიხილავთ.

როგორც იცით, სეზონის დაწყებამდე კევინმა ფეხი მოიტეხა, რის შემდეგაც შეძლო პარკეტს დაბრუნებოდა, თუმცა მას ტკივილები კვლავ აწუხებდა. ამიტომ კალათბურთელმა, გუნდის ხელმძღვანელობასთან და ექიმთან კონსულტაციის მერე ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.

“ოკლაჰომა” დიდი ალაბთობით პლეი-ოფში გავა, სადაც დურანტის არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

მიმდინარე სეზონში დურანტმა 27 მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 25.4 ქულა, 6.6 მოხსნა და 4.1 პასი გახლდათ.

1.650495