ძიუდო

19:01 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაოს შანსი სამსუნში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და უშანგი მარგიანი (81 კგ) სამსუნში მიმდინარე გრან პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.

ტატალაშვილი რეპეშაჟის ფინალში არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ ვიქტორ სკვორტოვს დაუპირისპირდება, მარგიანის მეტოქე კი მონღოლი უუგანბაატარ ოტგონბაატარი იქნება.

დღესვე თურქულ ტატამზე საქართველოს დროშის ქვეშ ზვიად კაპანაძემ (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილმაც (81 კგ) იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118164