სხვა

16:20 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სამინისტროს საქმიანობის შესახებ დასკვნა პრემიერმინისტრს გადაუგზავნეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ სპორტის საპარლამენტო კომიტეტის დასკვნა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადაეგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. დოკუმენტში სპორტში არსებულ პრობლემებზეა საუბარი. პარლამენტის დეპუტატები სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა მინისტრის გადაყენების პროცესის დაწყებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ დოკუმენტის მიხედვით გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს. კომიტეტის წევრების განცხადებით, ლევან ყიფიანი სათანადო გადაწყვეტილებების მიღებას ვერ ახერხებს და პროექტების განხორციელებაც ფერხდება. ყიფიანის მოსმენა პარლამენტში რამდენიმე დღის წინ შედგა და პარლამენტარებს მის მიმართ შენიშვნები ჰქონდათ.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარემ ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არაა, რადგან ჩვეულებრივი კომიტეტის სხდომა იყო და ღარიბაშვილი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.

კომიტეტის წევრმა ლუკა კურტანიძემ აღნიშნულ დასკვნას “მართალი დასკვნა” უწოდა, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თამაზ თევზაძემ, რომელიც თანამდებობიდან მიმდინარე წლის იანვარში გაანთავისუფლეს, ყიფიანი კვლავ გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ სამინისტრო ფედერაციის დონემდეა დასული, სპორტში ბევრი შეცდომაა დაშვებული და 2014 წლის 4 აპრილს მიღებული პოლიტიკური დოკუმენტი არ სრულდება.

თავად მინისტრი კი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გუნდში მწვავე განხილვებიც კი მიღებულია და თანაგუნდელებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110872