ჩოგბურთი

15:59 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალის პირველი გამარჯვება მაიამიში (+VIDEO)

მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი, ესპანელი რაფაელ ნადალი “Miami Open”-ის მასტერსის ტურნირში ჩაება. 1/32 ფინალში რაფაელმა თანამემამულე ნიკოლას ალმაგროს 6:4, 6:2 მოუგო. ნადალმა შეხვედრაში 3 ბრეიკი შეასრულა, ისე რომ თავისი ჩაწოდება მეტოქისთვის არ დაუთმია. შეხვედრა საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. ალმაგრომ 5 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაფაელმა 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და არც ერთი ეისი არ ჩაუწოდებია.

ნადალის მომდევნო მეტოქე ვერდასკო – დაკვორტს შორის გამარჯვებული იქნება.

ქალებში მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა სერბმა ანა ივანოვიჩმა მძიმე ბრძოლაში ამერიკელ ირინა ფალკონს 7:5, 6:7, 6:3 სძლია. შეხვედრა 2 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა. ტურნირის 1/16-ფინალში ივანოვიჩი გერმანელ საბინ ლისიცკის დაუპირისპირდება.

გუშინ მაიამიში წვიმდა, რის გამოც ბევრი შეხვედრა გადაიდო.

ნადალი – ალმაგროს მატჩის საინტერესო მომენტები

თეგებიMiami Open
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109853