ფეხბურთი

23:15 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონი თბილისშია

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ეროვნული ნაკრები თბილისშია. "ბუნდესგუნდი" მესამეა იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების შემდგომ, რომელიც საქართველოს დედაქალაქს მუნდიალის მოქმედი ტრიუმფატორის რანგში ეწვია.

იოახიმ ლიოვის გუნდი სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში დაბინავდა. აღსანიშნავია, რომ გერმანელებს "რედისონთან" მცირე რაოდენობის ქართველი გულშემატკივარიც დახვდა, რომელთა შორის თინეიჯერი გოგონები სჭარბობდნენ.

28 მარტს, თბილისის დროით 12:30 წუთზე დაგეგმილია გერმანელთა მთავარი მწვრთნელის იოახიმ ლიოვის მატჩისწინა პრესკონფერენცია, რომელიც "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება. უკვე 17:00 საათზე კი "დინამო არენაზე" მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონები ივარჯიშებენ. ვარჯიში ღია საწყისი 15 წუთი იქნება და ისიც მხოლოდ და მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის.

გერმანიის ნაკრები თბილისში მეორედ იმყოფება. პირველი მათი სტუმრობა 1995 წელს შედგა და მაშინ იურგენ კლინსმანის დუბლის მეშვეობით ალემანებმა 2:0 გაიმარჯვეს.

სულ ბოლოს კი საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა მატჩი 2006 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. მაშინ ამხანაგური დაპირისპირება, რომელსაც როსტოკმა უმასპინძლა "ბუნდესნაკრებმა" ბასტიან შვაინშტაიგერისა და მიხაელ ბალაკის გოლებით მოიგო.

საქართველო – გერმანიის მატჩი 29 მარტს, "დინამო არენაზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115169