ფეხბურთი

22:45 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი შესაძლოა ემერიმ ჩაანაცვლოს

იტალიური მედია დარწმუნებით იუწყება, რომ სეზონის დასრულებისთანავე ფილიპო ინძაგის “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დაატოვებინებენ.

მიმდინარე სეზონში “როსონერი” ძალიან ცუდად გამოიყურება და ევროთასებზე გასვლის შანსი თითქმის აღარ აქვს. იტალიის ჩემპიონატში ლომბარდიული კლუბი 38 ქულით მე-8 ადგილს იკავებს და მე-5 ადგილოსან “ნაპოლის” 9 ქულით ჩამორჩება.

იტალიურ პრესაში ინძაგის შესაძლო შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს მოისაზრებენ. დღეს კი “სევილიას” ბასკი დამრიგებლის უნაი ემერის სახელმაც გაიჟღერა. 43 წლის სპეციალისტი ანდალუსიურ კლუბში წარმატებით მუშაობს და გასულ წელს ევროპა ლიგაც მოაგებინა. ამიტომაც, რთული სათქმელია რამდენად დათანხმდება ემერი მილანურ ვარიანტს.

თეგებიუნაი ემერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11497