ჩოგბურთი

20:53 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრო: “კარიერა კარგი პირობებით განვაახლე”

არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო კორტს კიდევ ერთხელ, ამჯერად მაიამის “მასტერზ1000”-ზე დაუბრუნდა და პირველსავე წრეში დამარცხდა. “დელპოს” კანადელმა ვაშეკ პოსპიშილმა 6:4, 7:6 მოუგო. შეგახსენებთ, დელ პოტრო ხელზე ჩატარებული მორიგი ოპერაციის შემდეგ ლამობს სათანადო ფორმის აღდგენას.

“მარცხით გულნატკენი არ ვარ და შევეცდები დაბრუნების პოზიტიური მომენტები ვიპოვო. როგორც იქნა, ოფიციალური მატჩი ვითამაშე, რაც სამომავლოდ ოპტიმისტურად განმაწყობს. პოსპიშილთან მატჩის შემდეგ ჯანმრთელობის მხრივ გართულება არ მაქვს და იმედია, მალე ძალას სრულად აღვიდგენ. დღეს არგენტინელი და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნების ქომაგები მიჭერდნენ მხარს. თავის დროზე, აშშ-ის ღია პირველობაზე გამარჯვების შემდეგ, ჩემმა გულშემატკივრებმა ამ ქვეყნის მასშტაბითაც იმატეს. კარგ ატმოსფეროში მომიწია ასპარეზობა. ვფიქრობ, კარიერა კარგი პირობებით განვაახლე”, - განაცხადა დელ პოტრომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11708