რაგბი

18:43 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირას დედაქალაქს მიღმა

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურის სამივე ცენტრალური შეხვედრა კვირას, რეგიონებში გაიმართება, ხოლო შაბათს ქვედა ოთხეულის გუნდები ერთმანეთს თბილისში ერკინებიან.

რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, პრაქტიკულად გარკვეულია ის ექვსი მოწინავე, რომლებიც მთავარი ჯილდოსთვის პლეი ოფში ითამაშებენ. გარკვეულია ისიც, რომ “თიბიეს უნივერსიტეტი” უმაღლესლიგას დაემშვიდობა, “არმია” კი, მომავალ ჩემპიონატში უძლიერესთა შორის თამაშის უფლების მოსაპოვებლად, პირველილიგის მეორეადგილოსან თბილისის “დინამოს” შეხვდება. და მაინც, მომავალი თამაშები საინტერესო და დაძაბული იქნება, რადგან დებულების თანახმად, ყველა ადგილი მნიშვნელოვანია და მოწინავე ექვსეულში გუნდები ჯერ არ დალაგებულან.

შაბათს “ავჭალაზე” “თიბიეს უნივერსიტეტი” კუდის მოქნევას ეცდება, ხოლო “არმია” გადათამაშების წინ წაივარჯიშებს. გუნდებს დასაკარგი არაფერი აქვთ და მაყურებელსაც 15 საათიდან თვალსასეირო სანახაობა ელის. პირველ წრეში ამავე სტადიონზე არმიელებმა 22:12 იმარჯვეს.

15 საათზე “შევარდენზე” იწყება “არმაზისა” და “ჯიქების” შეხვედრა. თბილისურ გუნდს ექვსეულში შესვლის თეორიული შანსი კიდევ რჩება და უმოტივაციო გორელების დამარცხებას ეცდება. პირველი წრის გადადებულ მატჩში ეს მათ გამოუვიდათ - ავჭალაში “არმაზმა” 19:11 იმარჯვა.

კვირას ექვსეულში შემავალი გუნდების ჯერია, რომელთაც რეგულარულ გათამაშებაში საბოლოო ადგილებისთვის უნდა იბრძოლონ და დედაქალაქელ გულშემატკივარს მათი თამაშის სანახავად ქალაქგარეთ გასეირნება მოუწევთ. ტურის და ჩემპიონატის მთავარი დერბი მარტყოფში გაიმართება. დედაქალაქური გუნდები ნეიტრალურ მინდორზე ითამაშებენ, მაგრამ ეს მოედანი “ლელო-სარასენსისთვის” ნაცნობია, “ლოკომოტივისთვის” არა.

იყო დრო, ჩემპიონის ბედი სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებით წყდებოდა. მას შემდეგ “ლელო-სარასენსმა” თამაშს კიდევ უფრო უმატა და ბოლო ორი წელიწადია ქვეყნის ჩემპიონი ხდება, “ლოკომოტივი” კი, ფინალში გასვლასაც დანატრებულია. მომავალ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოქმედი ჩემპიონი რეგულარული გათამაშების პირველ-მეორე ადგილზე დასრულებას და პლეი ოფში უკეთესი პირობებით შესვლას გეგმავს, ხოლო “ლოკომოტივს”, პლეი ოფში ქუთაისსა და ბათუმში მგზავრობას, მესამე-მეოთხე ადგილის დაკავება ურჩევნია.

მარცხის შემთხვევაში ორივე გუნდისთვის მიზანი თითქმის მიუღწეველი იქნება და ამიტომ, მარტყოფში უშეღავათო ბრძოლა გაიმართება. “ლოკომოტივმა” ბოლო სამი თამაში პრემიალური ქულით მოიგო და კარგ ფორმაშია. 2015 წელს ჩატარებული ხუთი თამაშიდან ოთხში იმარჯვა და ერთი ფრედ დაასრულა “ლელო-სარასენსმა” და მზადყოფნას ისიც არ უნდა უჩიოდეს. ერთადერთი ეგაა, რომ სანაკრებო მატჩისას ნეკნი დაიზიანა გუნდის ლიდერმა, მგეზავმა ლაშა ხმალაძემ და თუ მან მოედანზე გასვლა ვერ შეძლო, ეს ჩემპიონისთვის დიდი დანაკლისი იქნება. პირველ წრეში “ლელო-სარასენსმა” “ლოკომოტივს” დაძაბულ ბრძოლაში 13:9 აჯობა.

პირველ-მეორე ადგილისთვის მებრძოლი “ბათუმი” და ბოლნისის “ყოჩები” ერთმანეთს ასევე ნეიტრალურ მოედანზე, ფოთში შეხვდებიან. თამაში ხელოვნურ საფარზე გაიმართება. საგულისხმოა, რომ ბოლო დროს ამ გუნდებმა მნიშვნელოვნად მოუკლეს და “ბათუმი” ზედიზედ ორჯერ დამარცხდა, ხოლო “ყოჩებმა” 2015 წელს ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან სამი წააგო და ის ორი გამარჯვება მეცხრე-მეათეადგილოსნებთან მოიპოვა.

“ყოჩებს” გამარჯვების შემთხვევაში პირველობა პრაქტიკულად განაღდებული ექნება, მეორე ადგილს კი, უკვე ნაღდად ვეღარავინ შეეცილება. “ბათუმისთვის” მორიგი მარცხი მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება, რადგან ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ორეულში შესვლა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ პლეი ოფის პირველ ეტაპზე მის მასპინძლობასაც დაემუქრება საფრხე. აღსანიშნავია, რომ “ბათუმი” ის გუნდია, რომელმაც “ყოჩებს” გამარჯვებების სერია შეაწყვეტინა და პირველ წრეში თბილისში ფრედ, 25:25 ეთამაშა.

რუსთავში “ხარები” ქუთაისის “აიას” მასპინძლობს და თუ მოიგო, მესამე-მეოთხე ადგილის დაკავების შანსი გაუჩნდება, რაც პლეი ოფის პირველ ეტაპზე მათ მასპინძლობის უფლებას მისცემს და ბათუმსა ან ქუთაისში მგზავრობას აარიდებს. ესეც რომ არა, რუსთაველებს ექვსეულში ადგილის დასაბევებლად კიდევ 2 ქულა სჭირდებათ და სტუმრებს ბოლომდე შეასკდებიან. თავის მხრივ, “აიას” იგივე მიზნის მისაღწევად გამარჯვება სჭირდება და იოლად არაფერს დათმობს, მით უმეტეს, რომ გარკვეულ შემთხვევაში მეორე ადგილის დაკავების შანსიც აქვს. პირველ წრეში “აიამ” ქუთაისში “ხარები” 15:6 დაამარცხა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. XVII ტური

28 მარტი

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - არმია (თბილისი)

თბილისი.”შევარდენი”. 15:00 საათი

არმაზი (თბილისი) - ჯიქები (გორი)

29 მარტი

მარტყოფი. 15:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

ფოთი (ხელოვნური). 15:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - ყოჩები (ბოლნისი)

რუსთავი. 15:00 საათი

ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი)

1.

ყოჩები

16

12

1

3

352:224

53

3

2

ლელო-სარასენსი

16

10

3

3

315:211

48

2

3.

ბათუმი

16

9

1

6

312:231

45

7

4.

აია

16

9

0

7

312:241

43

7

5.

ლოკომოტივი

16

8

1

7

302:247

43

9

6.

ხარები

16

8

2

6

323:239

41

5

36

7.

არმაზი

16

7

1

8

283:316

33

3

8.

ჯიქები

16

6

2

8

236:243

31

3

9.

არმია

16

4

1

11

203:360

21

3

10.

თიბიეს უნივერსიტეტი

16

1

0

15

205:531

7

3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11466