ფეხბურთი

16:44 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოსნოს” ქართველებს პერევერტაილო დაუნიშნეს

რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე “ტოსნოს”, სადაც მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველი გიორგი ნავალოვსკი და ფორვარდი ოთარ მარცვალაძე გამოდიან, ევგენი პერევერტაილო გაწვრთნის.

“ტოსნოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მასთან კონტრაქტი 2016 წლის 10 ივნისამდე გაფორმდა. აქამდე, პერევერტაილო 2014 წლის 24 დეკემბრიდან ტიხვინელთა ყოფილ თავკაცს ალექსანდრ გრიგორიანს ეხმარებოდა. ამ უკანასკნელის წასვლის შემდეგ კი, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. ახლა თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნა.

სხვათა შორის, რაც პერევერტაილომ გრიგორიანი შეცვალა, მას შემდეგ, “ტოსნოს” სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელები ვერ ხვდებიან. რევიშვილმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში ამის ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ პირველ დივიზიონში სასტარტოში მხოლოდ სამი ლეგიონერის თამაშია შესაძლებელი.

“ტოსნოში” მცველი გურამ თეთრაშვილიც გამოდის, მაგრამ ის რუსეთის მოქალაქეა.

0.117953