ფეხბურთი

15:55 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ტაბლო „დინამო არენაზე“

25 მარტს „დინამო არენაზე“ ახალი ტაბლოს მონტაჟი დასრულდა. უეფას სუპერთასისთვის მზადების პროგრამით სლოვაკური ფირმა COLOSSEO-ს ახალი ტაბლო ქართულმა კომპანია UGT-მ შეიძინა და მისი ტესტირება დათქმულ ვადაში განახორციელა.

ოთხშაბათსვე მოხდა იტალიური კომპანია „ზუკეტის“ მიერ გერმანიიდან ჩამოტანილი ტურნიკეტების საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთებით ტესტირება. დასასრულს უახლოვდება სტადიონის ტერიტორიის კეთილმოწყობა, რათა 29 მარტს გასამართ ევრო-2016-ის შესარჩევ მატჩს „დინამო არენა“ მზადყოფნაში შეხვდეს.

„დინამო არენას“ რეაბილიტაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მისი მოადგილე ირაკლი ლექვინაძე. თავდაპირველად ისინი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო სამუშაო არენაზე მომუშავე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელთა შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე მათ უეფას სუპერთასის მატჩისთვის მზადების ყველა საკვანძო ეტაპის მიმდინარეობის თაობაზე ესაუბრნენ. შემდეგ მერმა და მისმა მოადგილემ ყველა ობიექტი პირადად მოინახულეს.
დავით ნარმანიას თანდასწრებით მოხდა ჩრდილოეთის ტრიბუნაზე დამონტაჟებული ახალი ტაბლოს შემოწმება. მან იტალიური კომპანია „ზუკეტის“ ტურნიკეტების ტესტირებაშიც მიიღო მონაწილეობა, დაათვალიერა შპს „დაგის“ მიერ წარმოებული სტადიონის ქვედა იარუსის გამაგრებითი სამუშაოები.
კონტრაქტორი ფირმების წარმომადგენლებისთვის გაცემული ბოლო დავალებებით, საქართველო-გერმანიის მატჩისთვის „დინამო არენას“ მოწესრიგება პარასკევისთვის უნდა უზრუნველყონ. შაბათს სტადიონს ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ეწვევა.

ტექნოლოგიური განვითარების ფონდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.415469