ფეხბურთი

14:46 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილმა “ოდენსეს” დუბლებში ორჯერ გაიტანა

ლადო დვალიშვილმა, რომელსაც მიმდინარე წელს “ოდენსეს” რიგებში დანიის საფეხბურთო სუპერლიგაში არ უთამაშია, “ვესტსიელანდის” დუბლშემადგენლობასთან დუბლი შეასრულა.

“ოდენსეს” დუბლები 3:4 დამარცხდნენ, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა დვალიშვილმა თავი 50-ე და 84-ე წუთებზე გამოიჩინა. პირველად მან ანგარიში შეამცირა – 1:3, ხოლო მეორე ჯერზე გაათანაბრა – 3:3.

28 წლის ქართველი ფორვარდი დანიურ კლუბში შარშან ზაფხულში გადავიდა და სუპერლიგის პირველ წრეში ჩატარებულ 10 მატჩი 2 გოლი გაიტანა. მეორე წრეში მას არ უთამაშია და თუ ასე გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, ალბათ, ზაფხულში “ოდენსედან” წასვლაზე იფიქრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120644