ავტოსპორტი

21:21 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ექიმებმა ალონსო და ბოტასი მალაიზიის რბოლაზე დაუშვეს

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სამედიცინო კომისიამ და სეპანგის ტრეკის ექიმმა, ფერნანდო ალონსოს და ვალტერი ბოტასს, მალაიზიის დიდი პრიზის რბოლაში მონაწილეობის უფლება მისცეს. კუალა ლუმპურში გამგზავრებამდე, ალონსო კემბრიჯში, FIA-ს მიერ მიწვეულ ექიმებსაც გაესინჯა, რომლებმაც მისი ჯანმრთელად ყოფნა დაადასტურეს.

„უილიამსმა“ თავისი ფინელი პილოტის ბოლიდზე, სკამის და პედლების კვანძის განლაგება შეცვალა. ინჟინრებმა ივარაუდეს, რომ ბოტასის წელის ტრავმის მიზეზი შესაძლოა სკამის განლაგებას გამოეწვია. ახალი განლაგება კი ისეთია, რომ წელზე დატვირთვა პრაქტიკულად მოიხსნება. ფინელი პილოტი ამბობს, რომ უკვე კვირაზე მეტია, რკივილებმა გაუარა და ვარჯიშიც განაახლა. უფრო მეტიც, ირწმუნება, რბოლაში გამოსვლაც შემეძლოო, მაგრამ ექიმებმა დასვენება მირჩიესო.

რაც შეეხება ალონსოს, მან პრესკონფერენციაზე უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, ავარიამდე დენმა დაარტყა და ყველაფერი ამის გამო მოხდა. მან ასევე „მაკლარენის“ ვერსიაც უარყო, რომელიც ინციდენტს ძლიერ ქარს აბრალებდა. ის ამბობს, რომ მანქანისთვის ტრაექტორიის შეცვლა ქარიშხალსაც არ შეეძლო.

„მესამე მოსახვევში საჭე გაიჭედა და კედლისკენ წამიღო. ბოლო მომენტში დამუხრუჭება მოვასწარი და მეხუთედან მესამე გადაცემაზე გადავრთე. დარტყმის მომენტში და მის შემდეგაც, ცოტა ხანს გონება არ დამიკარგავს. სასწრაფო დახმარების მანქანაში, ან სამედიცინო ცენტრში გავითიშე. არც ისაა მართალი, თითქოს როცა გამოვფხიზლდი, 1995 წელ მეგონა და იტალიურად ვლაპარაკობდი. ავარიაც მახსოვს და ყველაფერიც, რაც მომდევნო დღეს ხდებოდა“, - ყვება ალონსო.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149831