ჭიდაობა

0:52 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ 1 ვერცხლი და გუნდური მე-2

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მე-2 დღე ნაკლებწარმატებული გამოდგა თავისუფალი სტილით მოჭიდავე საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ გახსნის დღეს ნაკრების ოთხივე წევრმა მედალი (2 ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) მოიპოვა, გუშინ კი ერთადერთ ვერცხლს დავჯერდით.

მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილმა ფინალამდე დამაჯერებლად იარა, იქ კი რუს მურადინ კუშკოვთან 0:6 დამარცხდა.

კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ჰქონდა გიორგი შამათავასაც (61 კგ.), თუმცა, მე-3 ადგილისთვის მატჩში მოლდოველ მიჰაი ესანუსთან 3:10 წააგო, არადა, პირველი პერიოდის შემდეგ 3:0-ს იგებდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 57 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა რუსეთს. მესამეზე აზერბაიჯანი გავიდა 48 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115091