ჭადრაკი

19:20 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე მეოთხედფინალშია!

ქართველმა მოჭადრაკე მერი არაბიძემ (2374) მსოფლიოს ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

რუსეთის ქალაქ სოჭში მიმდინარე ტურნირის მერვედფინალში არაბიძემ პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე – ლიტველი ვიკტორია ჩმილიტე (2530) დაამარცხა.

გასული დაპირისპირების კლასიკური პარტიები 1:1 დასრულდა. ტაი-ბრეიკზე ქართველმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით იმარჯვა, თეთრებით კი ყაიმი გააფორმა და საბოლოოდ, 2.5:1.5 მოიგო.

უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში მერის მეტოქე ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2492) იქნება, რომელმაც რუს ალექსანდრა კოსტენიუკს (2529) ასევე 2.5:1.5 მოუგო.

დანარჩენი მეოთხედფინალები ასე დაკომპლექტდა: კონერუ (ინდოეთი, 2581) – მუზიჩუკი (უკრაინა, 2526), პოგონინა (რუსეთი, 2456) – ჟაო (ჩინეთი, 2527), ა.მუზიჩუკი (უკრაინა, 2552) – კრამლინგი (შვედეთი, 2495).

შეგახსენებთ, რომ გასულ წრეში ანა მუზიჩუკმა ლელა ჯავახიშვილი (2481) 1.5:0.5 დაამარცხა, ჟაომ კი იდენტური ანგარიშით ბელა ხოტენაშვილს (2513) აჯობა.

მეოთხედფინალური პარტიები 26-27 მარტს შედგება, ტაი-ბრეიკისთვის კი 28 მარტია გამოყოფილი.

0.10758