ჭადრაკი

15:52 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლოპოტა რჩეულთა შორისაა

პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციამ (ACP) საჭადრაკო ტურნირების ორგანიზების მხრივ, 2014 წლის ნომინანტები დაასახელა.

ოფიციალური ღონისძიებების საუკეთესოდ ჩატარებისათვის გამორჩეულია 6 ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი.

მათ შორის არის ლოპოტაც, სადაც 2014 წლის 18 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო გრან-პრის სერია გაიმართა.

ლოპოტას კონკურენტები რუსული ხანტი-მანსიისკი, ნორვეგიული ტრომსო, ესპანური ბილბაო, აზერბაიჯანული ბაქო და რუსული სოჭი არიან.

რჩეულის გამოსავლენად გამოკითხვა 15 აპრილამდე გაგრძელდება.

0.113435