ფეხბურთი

10:27 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ჩემპიონთა და ევროპა ლიგების საპრიზო ფონდს ზრდის

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია უეფა იმ თანხაზე ჩამოყალიბდა, რომელსაც უახლოესი სამი წელიწადი ევროთასებისთვის საპრიზო ფონდის სახით დახარჯავს.

2015-იდან 2018 წლამდე, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მონაწილე კლუბები შესაბამისად, 1,25 მილიარდსა და 380 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ. ბელგიური ინტერნეტ-პორტალ demorgen.be-ს ცნობით, ამის შესახებ უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა.

მოცემული მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდი მილიარდი, ხოლო ევროპის ლიგის 330 მილიონი ევროა. ცვლილებები ძალაში ოფიციალურად ევროპის კლუბების ასოციაციის მორიგი სხდომის შემდეგ შევა, რომელიც სტოკჰოლმში 30-31 მარტს გაიმართება.

თეგებიუეფა
0.111711