ფეხბურთი

11:09 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანამ სანაკრებო პაუზა გამოცხადდება

ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს მარტში განსხვავებული განრიგი აქვს. სანაკრებო პაუზის გამო, რომელიც მომავალი ორშაბათიდან გამოცხადდება, მონაწილეებმა კიდევ ორი ტურის ჩატარება უნდა მოასწრონ: დღეს და კვირას, 22 მარტს. ასეთ რიტმს ჩვენი გუნდები მიჩვეულნი არ არიან და საინტერესოა, როგორ გადაანაწილებენ ძალებს. არადა, ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, ყოველ სათამაშო დღეს შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს.

ლიდერი “დინამო” “მეტალურგს” უმასპინძლებს. რამდენიმე წლის წინათ ეს ტურის და ალბათ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მატჩი იქნებოდა, მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარებაა, რუსთაველებს მძიმე ფინანსური კრიზისი აქვთ და ჯერჯერობით მშველელიც არსაიდან ჩანს.

“დილა” ლანჩხუთში სტუმრობს “გურიას.” მოგეხსენებათ, გორელები მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან “დინამოს” და ყოველ ქულას ახლა მათთვის ოქროს ფასი აქვს. გურულებს კი, განსაკუთრებით შინ, ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლიათ პრობლემების შექმნა, ამიტომ მატჩი დაძაბული უნდა გამოდგეს.

გაზაფხულის საუკეთესო გუნდი, ბათუმის “დინამო,” აუტსაიდერ “ვიტ ჯორჯიას” მასპინძლობს და ალბათ მორიგი სამი ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეს. შეგახსენებთ, რომ ზღვისპირელებმა წლეულს გამართული ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მოიგეს.

გაიმართება ორი დერბი: ერთი იმერული, მეორე მეგრული. მართალია,”ზესტაფონი” ძველებურად ვეღარ ყოჩაღობს, მაგრამ “სამტრედიასთან” მაინც არაფერს დათმობს, “მერანი”კი ზუგდიდს ეწვევა.

18 მარტი

სიონი (ბოლნისი) - შუქურა (ქობულეთი)

თბილისი. "მიხეილ მესხი." 15:00

მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ი.უკლება, გ.ელიკაშვილი, დ.სანოძე ა.ბასლეჰლო შ.ქუხილავა (სათადარიგო)


ჩიხურა (საჩხერე) - კოლხეთი (ფოთი)
ივანწმინდა, ცენტრალური 15:00

მსაჯები: ბ.ნინუა, ლ.ვარამიშვილი, ა.კოკაია, პ.მაჭარაძე (სათადარიგო)



გურია (ლანჩხუთი) - დილა (გორი)

18 აპრილი, ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 15:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ი.მაჩიტიძე, დ.გაბისონია, ვ.ბასილაია (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე (დილა)


სამტრედია - ზესტაფონი

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 15:00

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ზვ.ერქვანია, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: მათე კვირკვია (ზესტაფონი)




დინამო (ბათუმი) - ვიტ-ჯორჯია (თბილისი)

ქობულეთი, "ჩელე არენა", 15:00

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, კ.სადილიანი, მ.კუპატაძე, დ.დოგრაშვილი

დისკვალიფიკაცია: ბადრი დემეტრაშვილი (ვიტ ჯორჯია)


ზუგდიდი - მერანი (მარტვილი)

ზუგდიდი, “ბაიას” ბაზა. 15:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.თოდრია, ა.ჟივიძე, დ.კვეტენა|ძე (სათადარიგო)

ტორპედო (ქუთაისი) - ცხინვალი

ქუთაისი, ცენტრალური, 17:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ბ.ჭიჭინაძე, ს.სპიცინი, ზვ.ტუღუში (სათადარიგო)

დინამო (თბილისი) - მეტალურგი (რუსთავი)

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 17:00

მსაჯები: ი.კვრიკაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზ.ბერულავა, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: რევაზ ბარამიძე (მეტალურგი)

1. დინამო თბ. 19 12 2 5 32:17 38
2. დილა 19 11 4 4 29:15 37
3. დინამო ბთ. 19 11 3 5 24:15 36
4. ცხინვალი 19 10 3 6 20:23 33
5. სამტრედია 19 9 4 6 22:15 31
6. გურია 19 7 7 5 19:25 28
7. ჩიხურა 19 7 6 6 21:21 27
8. მეტალურგი 19 6 6 7 19:19 24
9. შუქურა 19 6 6 7 18:19 24
10. ზესტაფონი 19 5 8 6 37:30 23
11. მერანი 19 5 7 7 15:17 22
12. ტორპედო 19 4 9 6 20:21 21
13. კოლხეთი 19 5 6 8 15:20 21
14. ზუგდიდი 19 4 6 9 10:23 18
15. სიონი 19 4 5 10 17:29 17
16. ვიტ ჯორჯია 19 3 4 12 16:25 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა)

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.109173