სხვა

21:23 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინაში ოლიმპიური ჩემპიონი კამილ მიუფა დაიღუპა

ცურვაში ფრანგი ოლიმპიური ჩემპიონი კამილ მიუფა არგენტინაში ვერტმფრენების შეჯახების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

მიუფამ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. მან 400 მეტრი თავისუფალი სტილით ოთხ წუთსა და 1,45 წამში გაცურა, რითაც ახალი ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. გარდა ამისა, მას ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატებზე მოუგია.

საერთი ჯამში, ავიაკატასტროფაში 10 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 8 საფრანგეთის მოქალაქეა. მიუფასთან ერთად ცნობილი იახტსმენი ფლორენს არტო და მოკრივე ალექსის ვასტინი დაიღუპნენ.

უბედური შემთხვევა 9 მარტს ლა-რიოხაში მოხდა, რომელიც ბუენოს- აირესიდან 1170 კილომეტრითაა დაშორებული. ჰაერში, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე ორი ვერტმფრენი შეეჯახა. იქ მსხდომნი რეალითი-შოუს მონაწილეები იყვნენ, რომელიც ექსტრემალურ ვითარებაში გამოსავლის მოძებნას ეძღვნებოდა.

0.116023