ფეხბურთი

19:22 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

თასის ნახევარფინალში: “ჩიხურა,” “ცხინვალი,” “სამტრედია” და ”დინამო”

დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

დღის გვიან მატჩში თბილისის “დინამომ” გორის “დილა” დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ვინაიდან პირველ მატჩში უგოლო ფრე ჰქონდა ნათამაშები, ნახევარფინალში გავიდა. “ტორპედომ” შინ ”სამტრედიას” ვერ გაუტანა და რახან 1:2 ჰქონდა წაგებული, ტურნირს გამოეთიშა. “სპარტაკმა” სრულფასოვანი რევანში აიღო “ვიტ ჯორჯიასთან,” სტუმრად 1:4 დაამარცხა და დამსახურებულად გავიდა შემდგომ ეტაპზე. “ჩიხურამ”კი ივანწმინდაში “მეტალურგს” შინ შანსი არ დაუტოვა - 3:0.

ჩიხურა (საჩხერე) – მეტალურგი (რუსთავი) 3:0 (2:0)

1:0 თორნიკე მუმლაძე (6), 2:0 ევგენი ტროიანოვსკი (44), 3:0 დენის დობროვოლსკი (59)

პირველი მატჩი: 0:0

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ცხინვალი 1:4 (0:1)

0:1 რატი ცაწკრიალაშვილი (22), 0:2 ბიძინა მახარობლიძე (51), 0:3 რატი ცაწკრიალაშვილი (55), 0:4 ირაკლი ლექვთაძე (71), 1:4 ირაკლი ღიბრაძე (80)

პირველი მატჩი: 5:4

ტორპედო (ქუთაისი) – სამტრედია 0:0

პირველი მატჩი: 1:2

დინამო (თბილისი) – დილა (გორი) 1:0 (1:0)

1:0 ოთარ კაკაბაძე (22)

პირველი მატჩი: 0:0

0.112044