ჭიდაობა

11:39 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკები მედლებით დაიხუნძლნენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები ბელარუსის საერთაშორისო ტურნირიდან 12 მედლით დაბრუნდა. მინსკში, ლეგენდარული მოჭიდავის ალექსანდრ მედვედის სახელობის გრან პრის დაწყებამდე ორი დღით ხალიჩები უმცროს სპორტსმენებს დაეთმოთ და 10 წონითი კატეგორიიდან 4-ში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ქართველი ჭაბუკები ავიდნენ. შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრეს: თორნიკე ქათამაძემ (42 კგ), გიორგი ხაჩიძემ (46 კგ), მამუკა ჩაჩუამ (63 კგ) და ზურა ურტაშვილმა (100 კგ).

63 კილოგრამში სულაც ქართული ფინალი გაიმართა – ჩაჩუამ თორნიკე კვინიკაძეს მოუგო. ამ უკანასკნელის მსგავსად, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გოგა მამიაური (58 კგ) და ივერიკო ჯულაყიძე (69 კგ). ამირან ვახტანგიშვილმა (50 კგ), თეიმურაზ ვანიშვილმა (54 კგ), ალექსანდრე ლომიძემ (58 კგ), ვანო გოდელაშვილმა (76 კგ) და დემე მეგენეიშვილმა (76 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

გიორგი იანტბელიძის გუნდს წლეულს სეზონის ორი უმთავრესი შეჯიბრება: ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები აგვისტოში ელის. ევროპირველობა 4-9 აგვისტოს სერბეთის ქალაქი სუბოტიცაში გაიმართება, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატი - 25-30 აგვისტოს, ბოსნია ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119451