ფეხბურთი

23:46 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურას” ბოიკოტი სპორტულ ტელეკომპანიას (+VIDEO)

სპორტულ ტელეკომპანია TVS-ის საინფორმაციო გამოშვებაში გავრცელებულ კადრებს, სადაც საჩხერის “ჩიხურას” ერთ-ერთი ფეხბურთელის ქურდობის ფაქტია დაფიქსირებული, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება “მსოფლიო სპორტმა” საჩხერის “ჩიხურას” პრესსამსახურის ხელმძღვანელს თორნიკე შალამბერიძეს თხოვა.

თორნიკე შალამბერიძე: ჩვეულებრივი მომენტია. იხსნება ახალი ტელევიზია, ეს კი ყველას გვახარებს, ყველა სპორტულ კლუბს და ამ დროს ყველანაირი შეთანხმების გარეშე ამგვარი სიუჟეტი გადის ეთერში? მესმის, რომ ჟურნალისტები სკანდალს ეძებენ, მაგრამ ლოიალურადაც შეიძლებოდა ეს ყველაფერი. არ მესმის რა შედეგს ელიან.

ვიდეოში ყველაფერი დაზუსტებით არ ჩანს. მე ვერაფერს დავადასტურებ, მაგრამ რა უფლებით გაასაჯაროვა ვიდეო აზერბაიჯანულმა მხარემ?

- კლუბი ჩივილს აპირებს?

- ვერ გეტყვით, კლუბის ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ TVS-თან თანამშრომლობას არ ვაპირებთ, რაც ალბათ არც გაუკვირდებათ, მზადაც იყვნენ ალბათ ამ შედეგისთვის.

თორნიკე შალამბერიძე აღნიშნული კადრების გაშვებას სოციალური ქსელითაც გამოეხმაურა, სადაც განმარტა, რომ საჩხერული კლუბი TVS-თან თანამშრომლობას არ აპირებდა. ტელევიზიამ შალამბერიძის განცხადებას საინფორმაციო გამოშვებაში უპასუხა, წამყვან ლევან ჯავახიშვილის თქმით, ტელევიზიას ჟურნალისტური სტანდარტები არ დაუღვევია.

ტელეკომპანია “ტვ სპორტის” საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა კადრები, სადაც დაფიქსირებული იყო საჩხერის “ჩიხურას” ერთ-ერთი ფეხბურთელის ქურდობის ფაქტი. აღნიშნული წყაროს ცნობით, გასულ ევროტურნირებზე ბაქოს “ნეფთჩისა” და “ჩიხურას” პირველი მატჩის შემდეგ იმერული კლუბის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად სხვა კლუბში თამაშობს, ბაქოს აეროპორტის Duty Free-დან სუნამო მოიპარა. “ტვ სპორტ”-მ ფეხბურთელის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა დაადასტურა, რომ ქურდობის ფაქტი აეროპორტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ახალგახსნილმა სპორტულმა ტელევიზიამ კი კადრები ექსკლუზიურად მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11487