ფეხბურთი

21:18 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეშველიანმა ვარჯიში სრულად განაახლა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ “სამტრედიას” 22 წლის ახალწვეულმა მეკარემ, კახაბერ მეშველიანმა ტრავმა სრულად მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” გუნდის სპორტულმა დირექტორმა დავით მუჯირმა განუცხადა.

მეშველიანი მიმდინარე სეზონის პირველ წრეში “ზესტაფონის” ღირსებას იცავდა. ხოლო იანვარში, სამტრედიაში გადასვლამდე, ქუთაისის “ტორპედოშიც” ვარჯიშობდა.

0.116835