ფეხბურთი

20:38 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვალენსიელები არგენტინელი ტალანტით ინტერესდებიან

არგენტინული “ბოკა ხუნიორსის” ახალგაზრდა თავდამსხმელით ჯონათან კალერით ვალენსიური კლუბები: “ვალენსია” და “ვილიარეალი” ინტერესდებიან – იუწყება პორტალი Fichajes.Com.

“ვილიარეალმა” გასულ ზაფხულს არგენტინულ ბაზარზე ძალიან წარმატებული ტრანსფერი განახორციელა ლუსიანო ვიეტოს სახით, რომელიც შესანიშნავად მოერგო “ყვითელ წყალქვეშა ნავებს” და მისით არაერთი ძლიერი კლუბი დაინტერესდა. ვიეტოს წასვლის შემთხვევაში, “ყვითლები” კვლავ არგენტინელი ფორვარდის დამატებას ეცდებიან.

“ვალენსიას” თავდამსხმის ხაზში სამი მაღალი დონის ფორვარდი (ნეგრედო, ალკასერი და როდრიგო) ჰყავს, თუმცა ახალგაზრდა ტალანტის ხელში ჩაგდება მაინც სურთ.

მიმდინარე სეზონში კალერიმ “ბოკას” მაისური 26-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 4-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11033