ფეხბურთი

18:27 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოზეს მესამასე

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში რომის “ლაციომ” სტუმრად 3:0 გაანადგურა “სასუოლო”. ამ შეხვედრის 70-ე წუთზე თავის გამოჩენა ლეგენდარულმა გერმანელმა ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ მოახერხა. ეს გოლი კი მიროს პროფესიონალურ კარიერაში მესამასე გამოდგა.

კლოზემ კარიერა ნაკლებად ცნობილ საფეხბურთო კლიბ “ჰომბურგში” დაიწყო, სახელი კი “კაიზერსლაუტერნში” ასპარეზობით გაითქვა. “კაიზერის” გარდა, მას “ვერდერის”, “ბაიერნის”, “ლაციოსა” და გერმანიის ნაკრების მაისურით გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123929