ფეხბურთი

18:17 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტი “დეზების” სამიზნეა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ლიდერის, “ლიონის” თავდამსხმელის ალექსანდრ ლაკაზეტის მიმართ ინტერესს ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი “ტოტენჰემი” იჩენს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება. მიმდინარე სეზონს ფრანგი შემტევი ფანტასტიურად ატარებს და ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირია.

ფრანგი ჟურნალისტების თქმით, ლონდონელთა წარმომადგენელი ბოლო ტურში, “ლილი” – “ლიონის” მატჩსაც ესწრებოდა.

წლეულს 23 წლის ლაკაზეტმა საფრანგეთის ჩემპიონატში 21 გოლის გატანა 24 შეხვედრაში მოახერხა.:

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113539