თამაშგარე

10:19 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

რიანას საფეხბურთო ვნება

ლედი გაგასათან და ადელთან ერთად, ცნობილი მომღერალი რიანა ის ქალია, რომელიც თანამედროვე ახალგაზრდებში განსაკუთრებულად დიდ პოპულარობას იხვეჭს. მისი სიმღერები მთელს მსოფლიოში, აბუ დაბიდან მონტევიდეომდე მიმოფანტულ თინეიჯერებს უჩქროლებს ძარღვებში სისხლს.

სისხლაჩქროლებულთა შორის შესაძლებელია გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებიც იყვნენ, რომელთაც რიანა ამ ცოტა ხნის წინ სიყვარულში გამოუტყდა და განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრები ნამეტანავად მოსწონს და წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც ფეხბურთი 22 კაცის სტადიონზე უაზრო ყიალი ეგონა.

ალბათ გახსოვთ, რომ რიანამ გასულ წელს ბრაზილიაში გამართულ საფეხბურთო მუნდიალზე იმღერა და როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ მუნდიალის შემდეგ შეუყვარდა ფეხბურთიცა და გერმანიის ნაკრებიც. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ბუნდესნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელს ცოლები ან გულისსწორები უკვე ჰყავთ ამორჩეული და უნდათ იმ ქალებს მათ კაცებთან რიანას კურკური?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130261