რაგბი

0:01 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცენტრალური მარტყოფში

28 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები მადრიდში ესპანეთს ეთამაშება, მაგრამ საქართველოს შიდა პირველობა ამას არად დაგიდევთ და შაბათ-კვირას მე-15 ტურის თამაშები გაიმართება.

პირველი მატჩი 28 თებერვალს, მალთაყვაში 14 საათზე დაიწყება და “ბათუმი” გორის “ჯიქებს” უმასპინძლებს. ზღვისპირელებმა ზედიზედ შვიდი თამაში რომ მოიგეს, მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ, მომავალ მატჩშიც თუ გაიმარჯვეს, პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებენ და მინიმუმ ერთი დღით პირველ ადგილსაც ხელის გაწვდენამდე მიუახლოვდებიან. “ჯიქებმა” წინა ტურში “ლელო-სარასენსის” დამარცხება ვერ შეძლო, მხოლოდ ფრეს დასჯერდა და რადგან მისმა კონკურენტმა იმარჯვა, გორელებისთვის პლეი ოფზე ფიქრი ბუნდოვანი გახდა. აღსანიშნავია, რომ “ბათუმს” 2014 წლის 13 ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია და იმ დღეს მათ “ავჭალაზე” სწორედ “ჯიქებმა” აჯობა (26:21).

“ავჭალაზე” “ლოკომოტივი” “თიბიეს უნივერსიტეტს” ეთამაშება, წესით მოგება არ უნდა გაუჭირდეს და თუ პრემიალური ქულაც ჩაიწერა, პლეი ოფში ადგილი დაბევებული ექნება. პირველ წრეში რკინიგზელებმა მეტოქე კი დაამარცხეს, მაგრამ მხოლოდ 14:9, თავად პრემია ვერ აიღეს და ის მეტოქეს გაატანეს.

ტურის ცენტრალური თამაში მარტყოფში გაიმართება და მასში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ლელო-სარასენსი” კარგად ათამაშებულ ქუთაისის “აიას” შეხვდება. 2015 წელს არცერთ გუნდს თამაში არ წაუგია. ქუთაისელებმა სამი გამარჯვება ჩაიწერეს და ორში პრემიალური ქულაც აიღეს, ხოლო “ლელო-სარასენსმა” ორი მოგების შემდეგ ერთი კვირის წინ “ჯიქებთან” ფრედ ითამაშა. ამ მომენტისთვის გუნდები მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ და გამარჯვებულს რეგულარული პირველობის მეორე ადგილზე დასრულების შანსი დარჩება. პირველ წრეში “ლელო-სარასენსმა” ქუთაისში მინიმალური სხვაობით იმარჯვა (20:19).

1 მარტს ორი თამაშია. “ავჭალაზე” “არმია” ბოლნისის “ყოჩებს” მასპინძლობს, რომელმაც წელს სამი თა,აშიდან ორი წააგო და სატურნირო ცხრილის თავში ძველებურად მყარად ვეღარაა. არმიელებმა ბოლო ორი თამაში წააგეს, მანამდე ფრედ ითამაშეს და ერთადერთ მიზნად ბოლოსწინა ადგილისთვის თავის დაღწევა შერჩათ, რათა პირველლიგელთან გადათამაშება თავიდან აირიდონ. პირველ წრეში ბოლნისში “ყოჩებმა” დასკვნით 5 წუთში ორი ლელო გაიტანა და 24:11 გაიმარჯვა.

რუსთავში “ხარები” “არმაზს” ეთამაშება. რუსთაველებმა ბოლო დროს მარცხს მოუხშირეს და მეორე ადგილი კი არა, ოთხეულში მოხვედრაც სათუო გაიხადეს, რათა პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ისარგებლონ. “არმაზი” საპლეიოფო ადგილს უკვე 9 ქულით ჩამორჩება და წელს მაღალი მიზნებისთვის ვეღარ იბრძოლებს. პირველ წრეში რუსთაველებმა თბილისში 17:14 იმარჯვეს.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

XV ტური

28 თებერვალი

ფოთი. მალთაყვა. 14:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - ჯიქები (გორი)

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

მარტყოფი. 15:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

1 მარტი

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

არმია (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)

რუსთავი. ახალი 14:00 საათი

ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი)

1.

ყოჩები

14

11

1

2

316:187

49

2

ბათუმი

14

9

1

4

287:198

43

3.

ლელო-სარასენსი

14

8

3

3

273:189

40

4.

აია

14

8

0

6

286:212

38

5.

ხარები

14

7

2

5

284:200

36

6.

ლოკომოტივი

14

6

1

7

231:215

33

7.

ჯიქები

14

5

2

7

193:203

26

8.

არმაზი

14

5

1

8

222:277

24

9.

არმია

14

4

1

9

175:307

21

10.

თიბიეს უნივერსიტეტი

14

1

0

13

162:441

7

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114618