ფეხბურთი

20:15 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის სიმბოლური

უეფას ევროპის ლიგაზე ხუთშაბათს განმეორებითი მეთექვსმეტედფინალური მატჩები გაიმართა. წარმოგიდგენთ 26 თებერვლის სათამაშო დღის სიმბოლურ გუნდს.

კარს გერმანული “ვოლფსბურგის” მეკარე დიეგო ბენალიო იცავს, რომელმაც ლისაბონის “სპორტინგთან” დამაჯერებელი შეხვედრა ჩაატარა და კარი მშრალად შეინახა.

დაცვის ხაზის სამეული “ვილიარეალელმა” მატეო მუსაჩომ, “აიქსელმა” ნიკ ვერგევერმა და “ბეშიქთაშელმა” ნეჩიპ უისალმა შეადგინეს.

ნახევარდაცვაში ვხედავთ, ვიტოლოს “სევილიადან”, ფრედი გუარინს “ინტერიდან”, თოლღაი არლსანს “ბეშიქთაშიდან” და მოჰამედ სალაჰს “ფიორენტინადან”.

შემტევი ტრიო კი არეკ მილიკმა, რომელუ ლუკაკუმ და ლუსიანო ვიეტომ შეავსეს.

სომბოლური გუნდი შემდეგნაირია:

მეკარე: ბენალიო (“ვოლფსბურგი”);

მცველები: მუსაჩო (“ვილიარეალი”), ვერგევერი (“აიაქსი”), უისალი (“ბეშიქთაში”);

ნახევარმცველები: ვიტოლო (“ვილიარეალი”), გუარინი (“ინტერი”), არლსანი (“ბეშიქთაში”), სალაჰი (“ფიორენტინა”);

თავდამსხმელები: მილიკი (“აიაქსი”), ლუკაკუ (ევერტონი”), ვიეტო (“ვილიარეალი”)

ფეხბურთელთა სტატისტიკური მონაცემები შეგიძლიათ ფოტო კოლაჟში იხილოთ.

0.177131