სხვა

13:42 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ჩემპიონატი ქუთაისში განახლდება

ქუთაისის სპორტის სასახლეში 28 თებერვალს იწყება საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე ხელბურთში.

ქუთაისში შეიკრიბება უმაღლესი ლიგის რვავე გუნდი და მერვე-მეცხრე ტურის ორ-ორ მატჩს გამართავს.

ჩემპიონატი გაგრძელდება ბათუმში გამართული ორი ტურით, 17-18 მარტს, ხოლო რეგულარული სეზონი დასრულდება თბილისში, 1-3 აპრილს. ამის შემდეგ გამოვლინდება ჩემპიონობისთვის მებრძოლი ოთხეული, რომელიც 15-16 მაისს თბილისში ოთხთა ფინალის ფორმატით (ნახევარფინალები და ფინალი) გამოავლენს საქართველოს 2015 წლის ჩემპიონსა და პრიზიორებს, ასევე გაინაწილებს 50-ათასიან საპრიზო ფონდს.

ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლა ძალიან მძაფრია და 6 გუნდს შორის მიმდინარეობს. ჯერჯერობით უდანაკარგოდ ლიდერობს საქართველოს ჩემპიონი სტუ, მაგრამ გუნდის შემადგენლობა შარშანდელთან შედარებით საგრძნობლად შესუსტებულია და წინ საკმაოდ მძიმე ბრძოლები ელის.

ქუთაისის სპორტის სასახლეში ხელბურთის დაბრუნებაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ არენაზე მალევე გაიმართება ორი საერთაშორისო ასპარეზობა: 20-22 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩვიდმეტწლამდელ გოგონათა შორის (ნორვეგია, ჰოლანდია, ლიტვა, საქართველო), ხოლო 30 აპრილს ჩვენი ეროვნული ნაკრები აქ უმასპინძლებს ლუქსემბურგს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე. ამ ორი ტურნირისთვის სპორტის სასახლეში დაიგება ტერაფლექსის ტიპის თანამედროვე საფარი, რომელიც საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ გრანტის სახით მიიღო ევროპული ფედერაციისგან.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი.

ქუთაისის სპორტის სასახლე, 28 თებერვალი-1 მარტი

28 თებერვალი, 8 ტური

12:00 ბათუმი - ფოთი

13:30 სტუ - ქარიშხალა

15:00 სამტრედია - პეგასი

16:30 იმედი - ქუთაისი

1 მარტი, 9 ტური

11:00 ბათუმი - ქარიშხალა

12:30 იმედი - სამტრედია

14:00 სტუ - ფოთი

15:30 ქუთაისი - პეგასი

--

1 წრის შემდეგ---თ--მ--ფ--წ-------ბ------ქ

სტუ--------------7—7—0—0--251-196-14

ქუთაისი---------7—5—0—2--226-196-10

სამტრედია------7—4—1—2--246-207--9

ბათუმი----------7—4—0—3--215-201--8

-----------------------------------------------

პეგასი------------7—3—1—3--201-186--7

ქარიშხალა-------7—3—0--4--211-224--6

ფოთი------------7—0—1--6--210-267--1

იმედი------------7—0—1—6--162-245—1

--

10, 11 ტური - 17-18 მარტი, ბათუმი

12, 13, 14 ტური - 1-3 აპრილი, თბილისი

5-8 ადგილები, კლასიფიკაცია - 7-9 მაისი, თბილისი

ოთხთა ფინალი - 15-16 მაისი, თბილისი

--

სტუ

1.არჩილ სამიტაშვილი 16. ავთო მღებრიშვილი 16. ლაშა სიხარულიძე - 4. ირაკლი ჩაკვეტაძე 5. გიორგი გვაზავა 7. თემურ ორჯონიკიძე 9. იოსებ სამიტაშვილი 14. გიორგი აბაშიძე 15. ირაკლი გოგოლაძე 17. თორნიკე მაისაშვილი 19. ჯავიდ აბდულაევი 20. მამია კობახიძე 26. შალვა სტურუა 39. მეთოდე ჭელიძე 31. რობერტ ბეჟანიშვილი 88. ლევან ოსიყმაშვილი - მწვ. ირაკლი კეკელიძე, ბექარ ორჯონიკიძე

--

ქუთაისი

1.კორნელი ანდრიაძე 12. გიორგი კუპატაძე - 3. მირიან ჩიხლაძე 5. კარლო მათნაძე 6. ბექა ტუღუში 8. გიორგი მერკვილაძე 10. ირაკლი კბილაშვილი 11. ჯუმბერ ჯუღელი 14. უჩა კობახიძე 15. ეროსი მამასახლისი 17. გიორგი კვერნაძე 18. უჩა მაისურაძე 21. ომარ ქუთათელაძე 22. აკაკი ყაველაშვილი - მწვ. ალექსანდრე ბოყოჩაძე, ზურაბ ყაველაშვილი, დავით გობეჯიშვილი, გრიგოლ თავხელიძე

--

სამტრედია

16.გიორგი სამყურაშვილი 22. ალექსანდრე ხონელიძე - 3. გიორგი ანტონოვიჩი 4. ირაკლი ღაღანიძე, 5. გიორგი კობახიძე 6. გიორგი გეგია 7. გოგიტა ნიკურაძე 8. ვეფხია ზურაბიანი 9. ირაკლი თევზაძე 10. გიორგი იობაშვილი 11. ირაკლი ნარსია 12. ავთანდილ ქავზინაძე 13. ჯაბა ხაჟომია 14. გიორგი წივწივაძე 15. სპარტაკ ელგანდაშვილი 17. ლევან სიხარულიძე - მწვ. გიორგი ხელისუფალი, ავთანდილ ქავზინაძე

--

მითი, ბათუმი

1.ჯონი ცერცვაძე - 4. იგორ ვინოგრადსკი 5. გურამ გოგიჩაიშვილი 7. გიორგი სურმავა 9. ვანო ქარდავა 10. უჩა გამზარდია 13. გიორგი ქავთარაძე 14. ნიკოლოზ ჯორბენაძე 15. ნუკრი ვარშანიძე 19. ზურაბ აბრამიშვილი 28. ლევან ბერძენიშვილი 31. ილია გოგალაძე 44. შოთა გრიშიკაშვილი 77. ოთარ ამირანაშვილი 99. რეზო ჭანტურია - მწვ. მერაბ ჭანტურია, გია ბზეკალავა

--

პეგასი

12.ზურაბ ცინცაძე 22. დემეტრე ნარსია - 3. გივი გიორგაძე 4. ნიკოლოზ ლეჟავა 9. გიორგი სახვაძე 10. ვლადიმერ ბაძაღუა 11. გიგა კოხრეიძე 13. ნოდარ მაისურაძე 14. ლუკა გაწერელია 15. ამირან აბჟანდაძე 19. ალექსანდრე ცხვარაშვილი 21. ლევან გელაშვილი 23. გიგა ზარნაძე 35. თორნიკე პეტრიაშვილი 71. გიორგი დიხამინჯია 99. ბაკურ ცოტაძე - მწვ. ტიტე კალანდაძე, ლევან გელაშვილი

--

ქარიშხალა

1.სანდრო ხანდოლიშვილი 18. დავით მამულაშვილი - 3. თამაზ კორაშვილი 4. გიორგი დოლმაზაშვილი 5. ლუკა ბენდელიანი 6. ლექსო სხვიტარიძე 7. გიგი ფერაძე 8. მიხეილ ჭინჭარაძე 9. ლევან მამულაშვილი 10. ზაზა ფერაძე 11. ერეკლე არსენაშვილი 13. ლუკა ბულბულაშვილი 14. გიორგი შევჩენკო 15. გიორგი კვირკველია 23. არჩილ ქურასბედიანი - მწვ. გიორგი ქობელაშვილი, ზაზა ფერაძე, ელზა მერაბიშვილი

--

ოქროს ვერძი, ფოთი

12.იური ზარგინავა 90. გიორგი ჭანტურია - 2. გიორგი ზარქუა 3. ირაკლი გოგიშვილი 4. თორნიკე ნემსაია 6. ზურაბ მელქოშვილი 7. ალექსანდრე ხუნჯუა 8. კახაბერ დაგარგულია 9. თენგიზ ბერაია 10. გიორგი მიქაძე 11. ნიკოლოზ ბაჯალაძე 22. გიორგი ბიბილეიშვილი 77. გელა ჟვანია 88. ომიკო ალანია - მწვ: თემურ ჭანტურია, დარეჯან გეფერიძე, ჯუმბერ კუცია, სერგო შონია

--

იმედი

1.გიორგი ხარაიშვილი 12. ნოდარ ლორია 16. ლევან ლილუაშვილი - 3. დავით ყორიაული 4. ზაალ ზაალიშვილი 6. ირაკლი მელაშვილი 7. ხაზეინ რუსტამოვი 9. ბექა ჩიკვილაძე 10. ენრიკე ბაზანოვი 11. გიორგი თურქაძე 13. გიორგი მიქავა 17. გიგა ბაინაზიშვილი 18. ნოდარ გოგუა 19. ვუსალ ჰუსეინოვი 20. თორნიკე მღებრიშვილი 27. ზეზვა იობაშვილი 55. გიორგი ფურცელაძე - მწვ. მერაბ მეტრეველი, ზაზა სამადაშვილი, გივი შარანგია, იური გოგიაშვილი

--

მსაჯები: ა. კომახიძე - გ. ბარათაშვილი, ე. არაბული - ი. ჭკუასელი

მდივანი: მ. ხაჭაპურიძე, დელეგატი: ვ. ბერიაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113495