კალათბურთი

13:31 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის ”სან დიეგო” ფავორიტ “გონზაგასთან” დამარცხდა

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსი” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში ვესთ ქოუსთის დივიზიონის ლიდერ გონზაგას უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, უშანსოდ დამარცხდა – 39:59.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სან დიეგოელებმა 7 მოგებით და 10 მარცხით დივიზიონის მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს, გონზაგამ კი ზედიზედ მე-17 გამარჯვება იზეიმა და ცხადია, ლიდერის რანგში იმყოფება.

“ტორეროსი” მომდევნო მატჩს 1 მარტის დილას “პორტლენდ პილოტსთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11478