რაგბი

21:15 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

26 თებერვალს "ბორჯღალოსნები" კატალონიურ შეკრებას დაასრულებენ და მადრიდისკენ აიღებენ გეზს. შაბათს, 28 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მატჩამდე 48 საათით ადრე, ქართულმა სამწვრთნელო შტაბმა "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა დაასახელა:

უკანა ხაზი

მერაბ კვირიკაშვილი, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვაჟა ხუციშვილი.

შერკინება

მიხეილ ნარიაშვილი, ზურაბ ჟვანია, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი თხილაიშვილი, შალვა სუთიაშვილი, ლაშა ლომიძე.

სათადარიგოები

გიორგი აფციაური, ალექსანდრე ხუციშვილი, ვასილ ლობჟანიძე, სიმონ მაისურაძე, კახა ასიეშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ჩხაიძე.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ესპანეთთან თამაში ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ისინი რუმინეთის შემდეგ ყველაზე ძლიერ მეტოქედ მიგვაჩნია, რასაც გუნდი თავიდან ბოლომდე ითავისებს.

მიმაჩნია, რომ მოცემულ მდგომარეობაში ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი და მეტად მნიშვნელოვანია, რომ კარგი თამაში ვანახოთ".

site.rugby.ge

0.114457