ჩოგბურთი

13:18 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფას ბუენოსაირესული მეოთხედფინალი და მეცხრე ადგილი

რიო დე ჟანეიროს შემდეგ მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი რაფა ნადალი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესის შეჯიბრებაში ჩაერთო და კორტის მასპინძელ ფაკუნდო არგუელიოს 6:4, 6:0 დამარცხების შემდეგ მეოთხედფინალში გავიდა. რაფა 22 წლის პატაგონიელს პირველად შეხვდა.

მატჩი საათსა და 4 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ნადალმა 5 ბრეიკი, 2 ეისი შეასრულა და საკუთარ მოწოდებაზე შეცდომა არ დაუშვია.

მეოთხედფინალში რაფა კიდევ ერთ არგენტინელს ფედერიკო დელბონისს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ იტალიელ პაოლო ლორენცის მოუგო.

არგუელიოს დამარცხების შედეგად რაფა ნადალმა კარიერის განმავლობაში 714-ე მატჩი მოიგო და ამ რაოდენობით მალიორკელმა ლეგენდარულ გერმანელ ბორის ბეკერს გაასწრო და მეცხრე ადგილზე აინაცვლა. პირველი 8 ადგილი კი შემდეგ ჩოგბურთელებს უკავიათ: ჯიმი კონორსი (აშშ, 1253), ივან ლენდლი (აშშ-ჩეხოსლოვაკია, 1071), როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 1004), გილერმო ვილასი (არგენტინა, 929), ჯონ მაკინროი (აშშ, 875), ანდრე აგასი (აშშ, 870), შტეფან ედბერგი (შვედეთი, 801), პიტ სამპრასი (აშშ, 762).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112963