სხვა

21:21 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტური - საქართველო მშვიდობისათვის

25 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით, მსოფლიო ველომოგზაურის - ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურის "საქართველო მშვიდობისათვის" მე-3 ეტაპი გაიმართება, რომელიც საქართველოს 50-ზე მეტ ქალაქსა და რაიონს და ჯამში 2200 კილომეტრს მოიცავს.

ველოტურის ორგანიზატორია საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ყველა ერთისათვის" თავმჯდომარე ნოდარ ბერიძე, რომელმაც ველოტურის შესახებ, სპორტულ კომენტატორ ჯამლეტ ხუხაშვილთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 24 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციასზე ისაუბრა.

მასშტაბური ველომართონები 2014 წლიდან დაიგეგმა და პირველი ველოტური "ყველა მშვიდობისათვის" 24 აგვისტოდან 10 ნოემბერის ჩათვლით უკრაიანში განხორციელდა, მოიცვა 5000 (ხუთი ათასი) კმ-ზე მეტი და 22 საოლქო ქალაქი, თუმცა ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების გამო, ღონისძიებაში მონაწილეობა მხოლოდ ნოდარ ბერიძემ მიიღო. მომავალი ტურების ორგანიზება კი სწორედ ლეგენდარული ქართველი სპორტსმენისა და ველომოგზაურის ხსოვნის საპატივცემულოდ გადაწყდა.

აღსანიშნავია, რომ ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურები მოიწონა და დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მე-2 ველოტური „საქართველო მშვიდობისათვის" (თბილისი - სამაჩაბლოს და აფხაზეთის საზღვრები) ასევე განახორციელდა 2014 წლის 20-25 დეკემბერს, №3 ტურის შემდეგ (25 თებერვალი - 25 მარტი, (საქართველოს 50-ზე მეტი ქალაქი და რაიონი, მანძილი 2200 კმ-ზე მეტი), დაანონსდება შემდგომი ველოტური №4 „კავკასია მშვიდობისათვის" (თბილისი-ბაქო-ერევანი-თბილისი, 2-30 აპრილი) და ყველაზე მთავარი - ველოტური 5 „საქართველო მშვიდობისათვის" (ა/წ 1-5 მაისს, თბილისი-სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საზღვრები) ქართველი, ოსი, აფხაზი, რუსი, უკრაინელი, სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ეროვნების ველომრბოლელების მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი შეხვედრებით სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საზღვრისპირა, ასევე მარშრუტის ქალაქების მცხოვრებლებთან. ტური ფართოდ გაშუქდება ქვეყნისა და საერთაშორისო დონეზე.

ველოტურების მისია და მიზანია:

1.
მსოფლიოში ყველა პრობლემის ომის გარეშე მოგვარების მოწოდება;
2. ადამიანთა შორის კავშირების აღდგენა;
3. ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია;
4. ფართო საზოგადოებისასთვის ჯუმბერ ლეჟავას ბიოგრაფიის და მიღწევების გაცნობა

ველოტურის „ყველა მშვიდობისთვის" შესახებ ინფორმაცია იხილეთ - vse-za-mir.blogspot.com

ველოტური „საქართველო მშვიდობისათვის"
მე-3 ეტაპი (25.02. - 25.03. 2015. = 2200)

1 დღე - თბილისი - მცხეთა - დუშეთი - თიანეთი = 95 კმ

2 დღე - თიანეთი - ახმეტა - თელავი - ყვარელი = 95 კმ

3 დღე - ყვარელი - ლაგოდეხი - სიღნაღი = 90 კმ

4 დღე - სიღნაღი - დედოფლისწყარო - გურჯაანი = 70 კმ

5 დღე - გურჯაანი - საგარეჯო = 65 კმ

6 დღე - საგარეჯო - რუსთავი = 50 კმ

7 დღე - რუსთავი - გარდაბანი - მარნეული = 75 კმ

8 დღე - მარნეული - ბოლნისი - დმანისი = 85 კმ

9 დღე - დმანისი - თეთრი წყარო - წალკა = 110 კმ

10 დღე - წალკა - ნინოწმინდა - ახალქალაქი = 95 კმ

11 დღე - ახალქალაქი - ასპინძა - ახალციხე = 80 კმ

12 დღე - ახალციხე - ვალე - ადიგენი - ზარზმა = 55 კმ

13 დღე - ზარზმა - ხულო - შუახევი - ქედა = 90 კმ

14 დღე - ქედა - ხელვაჩაური - ბათუმი = 50 კმ

15 დღე - ბათუმი - ჩაქვი - ქობულეთი - ოზურგეთი = 60 კმ

16 დღე - ოზურგეთი - ჩოხატაური - სამტრედია - ლანჩხუთი = 95 კმ

17 დღე - ლანჩხუთი - ფოთი - სენაკი - ხობი = 100 კმ

18 დღე - ხობი - ზუგდიდი - ენგურის ხიდი - ჯვარი = 80 კმ

19 დღე - ჯვარი - წალენჯიხა - ჩხოროწყუ - მარტვილი = 75 კმ

20 დღე - მარტვილი - ხონი - წყალტუბო - ქუთაისი = 60 კმ

21 დღე - ქუთაისი - ზესტაფონი - თერჯოლა - ტყიბული = 80 კმ

22 დღე - ტყიბული - ამბროლაური -ონი - ამბროლაური = 95 კმ

23 დღე - ამბროლაური - ჭიათურა = 95 კმ

24 დღე - ჭიათურა - საჩხერე - ხაშური = 80 კმ

25 დღე - ხაშური - ბორჯომი - ქარელი = 95 კმ

26 დღე - ქარელი - დირბი - გორი - კასპი = 80 კმ

27 დღე - კასპი - წეროვანი - მცხეთა - თბილისი = 70 კმ


სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120981