ძიუდო

19:16 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი ოქროსთვის იბრძოლებს, ღვინიაშვილი - ბრინჯაოსთვის

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დიუსელდორფში მიმდინარე გრან პრის დასკვნით დღეს საუკეთესო შემთხვევაში ორ მედალს მოიპოვებს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ამავე წონაში, ბექა ღვინიაშვილი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებს.

ლიპარტელიანი ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ ზანკიშიევს დაეჭიდება. ბექა ღვინიაშვილის მეტოქე კი სერბი ალექსანდრ კუკოლჟი იქნება.

დღესვე გერმანულ ტატამზე ალექსანდრე ზაალიშვილი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილიც (+100 კგ) გავიდნენ, მაგრამ ტურნირს დილის პროგრამაშივე გამოეთიშნენ.

გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 20 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113691