ფეხბურთი

16:08 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” თუ “მილანი” – ყველა დროის 11-ეული

დღეს, 7 თებერვალს, იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება. ტურინის “იუვენტუსი” “მილანს” უმასპინძლებს. დღევანდელი მდგომარეობით “როსონერი” შავ დღეშია და ბევრ გულშემატკივარს იმედს უცრუებს. თუმცა ფეხბურთში არსებობს დაღმავლობის და აღმავლობის პერიოდები. ალბათ, მილანურ გრანდს ახლა სწორედ დაღმავლობის დროება უდგას, მაგრამ წარუმატებლობას ყოველთვის მოსდევს წარმატება და პირიქით.

“იუვენტუსისა” და “მილანის” დაპირისპირება ყოველთვის ითვლებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ ჯახად. ამ გუნდების ღირსება კი არაერთ გენიოსს დაუცავს და გუნდების ლეგენდარული მაისურები ღირსეულად უტარებიათ.

დღეს, “მსოფლიო სპორტი” წარმოგიდგენთ ორთავე კლუბის ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებს. აქედანვე დავძენთ, რომ 11 რჩეულ ფეხბურთელს შორის კიდევ ბევრი გენიოსი ვერ მოხვდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია – მას მხოლოდ 11 კაცი თამაშობს.

გადავწყვიტეთ, რომ ლეგენდარულ ანდრეა პირლოსთვის ადგილი ორივე გუნდში მიგვეჩინა, რადგან “მაესტრომ” თავი, როგორც მილანელ ქომაგს შეაყვარა სამუდამოდ, იგივენაირი სიყვარული დაიმსახურა შემდგომ უკვე “ბიანკონერების” მხრიდან.

დანარჩენს კი ჩვენს ფოტოკოლაჟში გაეცნობით.

0.236482