კალათბურთი

0:33 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ქუთაისმა” რევანში აიღო

ქუთაისში ეროვნული ჩემპიონატი კალათბურთში თბილისის “ოლიმპის” სტუმრობით განახლდა. ოლიმპელებთან ქუთათურებს თავისი ანგარიში ჰქონდათ, ქორქია-საკანდელიძის მემორიალიზე განცდილი მარცხის გამო. განახლებულ ჩემპიონატში ყველას ინტერესს იწვევდა იმ ლეგიონერების თამაში, რომლებიც გუნდებმა ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ დაიმატეს.

შეხვედრა დედაქალაქელების უპირატესობით დაიწყო. “ოლიმპი” 5:0 დაწინაურდა, თუმცა ცოტა ხანში ქუთათურებმა მოწინააღმდეგეს 11:0 “გაქცევა” მოუწყვეს და დაწინაურდნენ კიდეც. რიონისპირელთათვის პრობლემად იქცა სტუმართა ლეგიონერის მარკო დუჟკოვიჩის შეჩერება. ტანმაღალი კალათბურთელის განეიტრალება მასპინძლებს პერსონალურების ხარჯზე უხდებოდათ. საბოლოოდ სამხრეთსლავმა 25 ქულა დააგროვა, რასაც 20 მოხსნა მიამატა. ორმაგი დუბლი დუჟკოვიჩის გარდა მოედანზე მყოფებიდან არავის შეუსრულებია. ყველაზე ახლოს ორმაგ დუბლთან ზაურ ფაშაევი გახლდათ, რომელმაც 12 ქულა და 9 პასი დააგროვა. პირველ პერიოდში 21:20 ქუთაისელებმა იმარჯვეს. საერთოდ მთელი მატჩის მანძილზე მასპინძლებმა პერსონალურად მეურვეობა ჩინებულად წარმართეს ნოდარ გორგოძის წინააღმდეგ. თბილისელთა ლიდერმა საბოლოოდ 4 ქულით დაასრულა შეხვედრა.

მეორე პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საერთოდ, მთელი პაექრობის განმავლობაში ანგარიშში უპირატესობა ხშირად იცვლებოდა მეტოქეთა სასარგებლოდ. თბილისელები კარგად ისროდნენ სამქულიანი დინსტანციიდან. გორგოძის ნეიტრალიზების დროს იგი შესანიშნავად ჩაანაცვლა აბულაძემ, რომელიც კარგად უძღვებდა საკუთარი გუნდის იერიშებს. ქუთაისელთა რიგებში გამოჩნდა სლოვენიელი მირზა სარალია, რომელსაც ადაპტაცია ნორმალურად არ გაუვლია. თუმცა უნდა ითქვას, რომ მისი სახით “ქუთაისმა” ჩინებული კალათბურთელი დაიმატა. მართალია, სარალიას თავიდან რამდენიმე სროლა გაუცუდდა, მაგრამ ნელ-ნელა თამაში იპოვნა და უკვე მატჩის ბოლოს გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი შეიტანა. ტაიმი კი “ქუთაისმა” 41:40 მოიგო. ტაიმის მიწურულს ოლიმპელები 2 ქულით იგებდნენ, მაგრამ მოედანზე ახლადშესულმა გიორგი გუგეშაშვილმა ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა და ფაშაევის საჯარიმო სროლებით მასპინძლები დაწინაურდნენ.

მესამე პერიოდში სათამაშო სურათი არ შეცვლილა. გუნდები მორიგეობით გადიოდნენ წინ. ერთი მომენტი თბილისელები 55:50 დაწინაურდნენ, მაგრამ ქუთაისელებმა მალევე მოაწყვეს პატარა “გაქცევა” და ისევ დაწინაურდნენ. მასპინძელთა თავკაცი მალხაზ კოხრეიძე იძულებული გახდა სათადარიგოთა სკამზე ვახტანგ ქადარია დაესვა, რომელსაც 4 პერსონალური დაუგროვდა. მის ნაცვლად შესულმა ავთანდილ ლომინაშვილმა იგი სათანადოდ შეცვალა და კრიტიკულ მომენტებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო. გადამწყვეტი პერიოდის წინ კი ტაბლოზე 61:56 იყო დაფიქსირებული “ქუთაისის” სასარგებლოდ.

დასკვნით მეოთხედში შეხვედრა ისევ გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. სტუმრებმა ისევ მოახერხეს წინ გასვლა, თუმცა მათ ვალში არც მასპინძლები დარჩენიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა დავით ბარბაქაძის მიერ ჩაგდებული ბურთები, ხოლო თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 5 პერსონალურის გამო მოედანი დატოვა მარკო დუჟკოვიჩმა, რაც ოლიმპელთათვის დიდი დანაკლისი გამოდგა.

მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე არენაზე შეკრებილები გამხიარულდნენ - საკალათბურთო ფარი დაიკეცა, რის გამოც მატჩი ორიოდე წუთით შეწყდა. შეხვედრის ეპილოგში სტუმრები რამდენიმეჯერ შეგნებულად დაჯარიმდნენ მირზა სარალიაზე, რომელსაც რკინის ნერვები აღმოაჩნდა და ზედიზედ 6 საჯარიმო მოათავსა კალათაში. რაც შეეხება სტუმრებს, მათ რამდენიმე დასანანი ტყორცნა გააცუდეს, რასაც მათი წაგება მოჰყვა, თუმცა “ოლიმპის” ახალგაზრდულმა კოლექტივმა მაყურებელზე მაინც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა.

ქ. ქუთაისი ქუთაისი 83 - 77 ოლიმპი 06.02.15, 18:00
გუნდი 1 2 3 4 ჯამ
ქუთაისი 22 19 20 22 83
ოლიმპი 21 19 16 21 77
ქუთაისი
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 ზაურ ფაშაევი * 27:10 1 5 20 1 3 33.3 7 7 100 1 4 5 9 3 0 0 0 12
7 ვახტანგ ქადარია * 12:38 3 5 60 0 1 0 0 0 0 2 1 3 0 4 2 0 0 6
9 ბუბა კვიმსაძე * 21:57 1 2 50 2 6 33.3 0 2 0 0 5 5 5 3 2 1 0 8
13 დავით ბარბაქაძე * 31:01 6 6 100 2 7 28.6 0 0 0 2 3 5 3 1 0 1 1 18
14 ავთანდილ ლომინაშვილი 15:06 3 8 37.5 0 0 0 2 3 66.7 5 1 6 0 4 0 0 0 8
15 გიორგი ბარბაქაძე 28:23 2 4 50 1 7 14.3 3 3 100 1 2 3 1 4 4 2 0 10
20 ოთარ ბულიავა 01:20 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 აბდულაი ნდოე 15:40 0 3 0 0 0 0 0 2 0 0 1 1 0 1 0 1 3 0
24 ანატოლი ბოისა * 15:53 1 1 100 1 2 50 0 0 0 0 2 2 0 3 0 1 0 5
25 მირზა სარალია 30:52 1 2 50 2 9 22.2 8 12 66.7 1 2 3 3 2 3 3 0 16
1 2 3 0 0 0 1 0 0
18 36 50.00 9 35 25.71 20 29 68.97 13 23 36 21 25 12 9 4 83
ოლიმპი
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
0 გიორგი გუგეშაშვილი 00:17 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 3 0 0 0 0
1 ლერი კვანტალიანი 14:43 1 3 33.3 0 0 0 3 4 75 1 4 5 1 1 1 0 0 5
3 საბა ლობჟანიძე * 13:37 0 0 0 0 1 0 1 2 50 0 1 1 0 1 1 0 0 1
4 ნუგზარ აბულაძე 21:55 2 5 40 3 6 50 2 2 100 0 3 3 4 3 2 0 0 15
5 კოკა ტომარაძე 22:07 1 2 50 2 5 40 0 0 0 0 0 0 2 2 1 2 0 8
6 გეგი ბაქრაძე 11:32 1 2 50 0 0 0 0 0 0 1 1 2 1 4 2 0 0 2
8 კახა ტომარაძე * 20:07 0 2 0 4 5 80 0 0 0 0 2 2 1 1 2 1 0 12
9 ნოდარ გოგოძე * 24:25 0 4 0 0 1 0 4 4 100 0 1 1 3 4 5 0 0 4
12 მერაბ მირზიაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
26 მარკო დუიკოვიჩი * 29:47 9 13 69.2 0 0 0 7 14 50 8 12 20 2 5 6 2 2 25
41 გიორგი ცირეკიძე * 13:20 0 3 0 0 0 0 0 2 0 0 2 2 0 2 1 0 0 0
55 დენის ნოსკოვი 28:10 0 0 0 1 4 25 2 2 100 1 7 8 4 1 4 0 1 5
გიორგი გუგეშაშვილი 2 3 5 0 0 0 0 0 0
14 34 41.18 10 22 45.45 19 30 63.33 13 36 49 18 27 25 5 3 77
დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ირაკლი ბერიშვილი, გურამ მიქელაძე

კომისარი:თენგიზ ქიქოძე

1 დინამო 8 7 / 1 662 / 556 15
2 ქუთაისი 8 6 / 2 595 / 570 14
3 რუსთავი 7 5 / 2 583 / 526 12
4 შსს აკადემია 7 5 / 2 556 / 524 12
5 ბათუმი 8 3 / 5 596 / 607 11
6 ოლიმპი 8 2 / 6 623 / 666 10
7 მგზავრები-არმია 7 1 / 6 474 / 548 8
8 სოხუმი 7 1 / 6 528 / 620 8
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09994