ფეხბურთი

13:34 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალის” საზაფხულო გეგმები

ლონდონის “არსენალი” ტრადიციულად სახელდება იმ კლუბებს შორის, რომლებიც სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იქნება.

L'Equipe-ს ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი, ფრანგი არსენ ვენგერი, მეკარის პოზიციის გამყარებას თანაქალაქელ “ტოტენჰემიდან” თანამემამულე უგო ლორისის შეძენით ეცდება.

65 წლის სპეციალისტი უკმაყოფილოა ამჟამინდელი კარის დარაჯის, პოლონელი ვოიცეკ შჩესნის ფორმიდან ამოვარდნით და უდისციპლინობით, დავიდ ოსპინა კი, მხოლოდ პირველი ნომრის დუბლიორად განიხილება.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, “არსენალი” “დორტმუნდის” შემტევი ნახევარმცველის, მარკო როისის შეძენის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად იქცა. მანამადე გერმანული პრესა ვარაუდობდა, რომ როისი მარიო გეტცესა და რობერტო ლევანდოვსკის კვალდაკვალ “ბაიერნს” მიაშურებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მიუნხენელებმა 25 წლის ფეხბურთელის შეძენაზე უარი განაცხადეს.

The Telegraph-ის მტკიცებით, სეზონის დასრულების შემდეგ, “არსენალი” “საუთჰემპტონიდან” საყრდენი ნახევარმცველი მორგან შნეიდერლენის შეძენას ისევ ეცდება. “მეთოფეებმა” არაერთხელ სცადეს ფრანგის გადაბირება, მაგრამ ყველა ჯერზე უარი მიიღეს. ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ლონდონელები კვლავ ჩაერთვებიან მოლაპარაკებაში და ამჯერად “საუთჰემპტონს” 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს შესთავაზებენ.

0.112882