ფეხბურთი

12:25 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოშტა: “ანგელოზი არ ვარ, ჩემი სათამაშო სტილი მაქვს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ დიეკო კოშტას ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ინგლისის თასზე “ლივერპულის” წინააღმდეგ მატჩში ბრაზილიური წარმოშობის ფეხბურთელმა “მერსისაიდელთა” ფეხბურთელების მიმართ უხეშობდა და ერთ-ერთ ეპიზოდში გერმანელ ემრე ჩანს ფეხზე დააბიჯა. სადისციპლინო კომიტეტს ეს ფაქტი არ გამოპარვია და კოშტაც დაისაჯა.

“ლივერპულთან” დაპირისპირების იმ ეპიზოდის შემდეგ ერთი შემიძლია ვთქვა, წავედი სახლში, დავიძინე იმ ფიქრით, რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია. შეგნებულად არ მოვქცეულვარ. მიუხედავად ამისა, დისკვალიფიკაცია მომცეს და მივიღე სასჯელი, სხვა გზა არ მქონდა. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩემ გუნდს ვერ ვეხმარები. ანგელოზი არ ვარ, ჩემი სათამაშო სტილი მაქვს. ამით ვშოულობ პურს, ვკვებავ ოჯახს და ვთამაშობ კარგად კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის.” – განაცხადა კოშტამ.

ფეხბურთელმა გუშინ 31 იანვარს “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩი უკვე გამოტოვა, დიეგო “არისტოკრატებს “ასტონ ვილას” და “ევერტონის” წინააღმდეგაც ვერ დაეხმარება. მიმდინარე სეზონში კოშტამ პრემიერლიგაში 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118123