ფეხბურთი

12:06 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: "ფალკაომ ჩვენი უპირატესობა განამტკიცა"

ლუი ვან გაალმა "ლესტერთან" (3:1) მოგებული მატჩის შემდეგ კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო შეაქო.

"ბედნიერი ვარ, რომ ფალკაომ გოლი გაიტანა. კოლუმბიელმა საჭირო მომენტში ჩვენი უპირატესობა განამტკიცა. ვან პერსის და ფალკაოს გოლები საკმაოდ ლამაზი გამოვიდა. ფალკაოს გოლის ეპიზოდში, კოლუმბიელი სწრაფად გადავიდა შეტევაში, რაშიც რობინმა დიდი როლი ითამაშა"- ვან გაალის სიტყვებს Sky Sport-ი ციტირებს.

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინ "ლესტერს 3:1 მოუგო.

"მანჩესტერი" - "ლესტერი" 3:1 ვიდეო:

http://worldsport.ge/ge/page/111628_manchesteri-lesteri-31-video

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113293