ფეხბურთი

11:49 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რომში იტურბეს გამოკვლევის შედეგებს ელიან

რომაელთა პრობლემას სერია A-ს 21-ე ტურში, “ემპოლისთან” 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი დაემატა - არგენტინელი ფორვარდი ხუან იტურბე დაშავდა.

პირველი ტაიმის შუაში მან უხერხულად დადგა ფეხი და შესაცვლელი შეიქმნა. კლუბში უკვე დაადასტურეს, რომ 21 წლის ფეხბურთელს კოჭი და მუხლი გადაუბრუნდა.

Football Italia-ს ცნობით, რომაელები შიშობენ, რომ იტურბეს მუხლის მყესები არ ჰქონდეს დაზიანებული. თუ “რომას” სამწვრთნელო შტაბის და ექიმების ვარაუდი დადასტურდა, შეიძლება ითქვას, რომ ხუანისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა.

0.119778