თამაშგარე

10:13 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხერარდ პიკე ორი ბიჭის მამაა!

როგორც იცით, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი, ხერარდ პიკე, ამპლუით მცველია და მისგან ერთ მატჩში ორი გოლის გატანას, ანუ დუბლის შესრულებას ალბათ ძალიან ცოტა ვინმე თუ ელოდება. რეალურ ცხოვრებაში კი ხერარდმა უკვე ნამდვილად შეასრულა დუბლი!

საქმე ისაა, რომ ესპანელი მცველი გუშინ მამა მეორედ გახდა. პიკეს მეუღლემ, პოპულარულმა კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ, ხერარდს მეორე ვაჟიშვილი აჩუქა. ამ ამბავს ფეხბურთელი დიდი სიხარულით შეხვდა და ეს სიხარული მას არც ჟურნალისტებთან საუბარში დაუმალავს.

შაკირას, როგორც წინდახედულ ქალს, მეორე შვილის გაჩენამდე 2 კვირით ადრე დაუჭერია თადარიგი, დაწოლილა სამშობიაროში და პიკეს პირმშო უპრობლემოდ, საკეისრო კვეთით გაუჩენია. ხერარდსა და ბავშვის დედას, მეორე შვილისთვის სახელი ჯერ არ მოუფიქრებიათ და თურმე ამ თემაზე დიდ კამათსა და სჯა-ბაასში არიან. როგორც ჩვენში იტყვიან, მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.172368