რაგბი

3:55 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია – საქართველო: სტრიმით ვქომაგობთ “ბორჯღალოსნებს”

2015 წლის პირველ საერთაშორისო მატჩამდე ერთი კვირაღა რჩება – 7 თებერვალს “ბორჯღალოსნები” სტუმრად “ბ” დივიზიონიდან ამოსულ გერმანიის ნაკრებს შეხვდება. მატჩი ქალაქ ჰოიზენშტამში, “სპორტცენტრუმ სტადიონზე” გაიმართება, დასაწყისი კი 17:00 საათზეა.

როგორც ჩანს საშინაო მატჩების ტელეტრანსლირება, მხოლოდ ბელგიური რაგბის პრობლემა არ ყოფილა - 2013 წელს ბრიუსელში გამართული მატჩის მსგავსად, “ბორჯღალოსნების” და გერმანიის ეროვნული გუნდის მეოთხე დაპირისპირების ტრანსლირება ინტერნეტით განხორციელდება. ვინაიდან გერმანიის რაგბის კავშირის განცხადებით, დაინტერესებული გერმანული ტელეარხის ნახვა ვერ მოხერხდა.

სთრიმის ბმული >>> http://sportdeutschland.tv/rugby/live-rugby-europe-championship-2015-deutschland-vs-georgien

გერმანიის რაგბის კავშირმა 7 თებერვლის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ჰოიზენშტამში მატჩზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ინტერნეტით შემდეგ ბმულზე შეუძლიათ >>> http://www.eventbrite.de/e/em-2015-im-european-nations-cup-division-1a-deutschland-georgien-tickets-15462037370

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა “ბორჯღალოსნების” 27 კაციანი რაზმი (გერმანიის და პორტუგალიის წინააღმდეგ) 23 იანვარს გამოაქვეყნა, ხოლო 28-ე მოთამაშედ ნაკრებში “არმაზელ” მურაზ გიორგაძეს უხმო. შეგახსენებთ, რომ გიორგაძეს სანაკრებო დებიუტი 2014 წლის თბილისის თასზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა. ბოლოს. მურაზმა “ბორჯღალოსნების” კვართი 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე ირლანდიის წინააღმდეგ მოირგო.

შარშან ფირა აერს (ევროპის რაგბის ასოციაციას) რაგბი-ევროპა დაერქვა, ხოლო წელს “ევროპის ერთა თასის” დრო დადგა – ამიერიდან მას “რაგბი-ევროპის ჩემპიონატი” (Rugby Europe Championship) ეწოდება. როგორც რაგბი-ევროპაში აცხადებენ, სახელის ცვლილება, ბრენდის უკეთ წარმოჩენისკენ და უფრო ეფექტური საქმიანობისკენ გადადგულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113265