ჩოგბურთი

3:09 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ფლორიდულ ტურნირს გამოეთიშა

საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა აშშ-ს ქალაქ სანრაისში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში ამერიკელ მარია სანჩესს დაუპირისპირდა და 6:4, 4:6, 1:6 დამარცხდა.

წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში მე-4 რეიტინგის მქონე შაფათავამ და ბრიტანელმა ემილი უებლი-სმიტმა კოლუმბიელ ლიზარაზოსთან და ბერძენ საკარისთან 6:7 (4:7), 4:6 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115746