კალათბურთი

3:03 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას ექვსიანები და ბასკების მნიშვნელოვანი გამარჯვება

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ის მე-5 ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. ბასკურმა კლუბმა შინაურ კედლებში იტალიური “ემპორიო არმანი” მიიღო და დიდებულად ჩატარებული პირველი მეოთხედის წყალობით, მილანელები 101:83 დაამარცხა.

“ლაბორალ კუჩამ” პირველ ათწუთეულში აპენინელები 34:18 გაანადგურა და შემდგომში კომფორტული უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა. შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 19:52 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

თორნიკემ 6-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ესპანურ გუნდში 10-ქულიან ზღვარს ოთხმა კალათბურთელმა გადააბიჯა. ესენი ბერტანსი (19), ჯეიმსი (16), ადამსი (15) და კოსიე (12) იყვნენ.

“ლაბორალ კუჩა” F ჯგუფში 2 მოგებით და 3 მარცხით მე-6 ადგილზეა, თუმცა, მე-3 პოზიციაზე მყოფ სტამბულის “ანადოლუ ეფესს” მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება. ბასკები მომდევნო მატჩს, 6 თებერვალს, თურქეთში “ფენერბაჰჩესთან” გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111669