ფეხბურთი

1:04 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გლადბახი” ჰოილეტს აკვირდება

გერმანული “მიონხენგლადბახი” ლონდონური “ქუინზ პარკ რეინჯერის” ნახევარმცველით ჟუნიორ ჰოილეტით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი ავრცელებს.

გერმანული კლუბის ხელმძღვანელობას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ნახევარდაცვის ფლანგის გაძლიერება სურს და ჰოილეტის კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ. მას ქპრ-სთან მოქმედი კონტრაქტი წლინახევარში ეწურება და დაახლოებით 5 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

24 წლის კანადელმა მიმდინარე პრემიერლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125995